ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრში პრემიერა შედგა

0

,,სიკვდილის დღის საჩუქარი“,- ასე ერქვა დრამატული ჟანრის სპექტაკლს, რომელიც რეჟისორ ზურაბ ხვედელიძის მორიგი ნამუშევარია. ერთ საათიან წარმოდგენაში ხუთი მსახიობი იყო დაკავებული, რომლებიც სპექტაკლზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მუსიკალური გაფორმება რეჟისორის ვაჟს, გუგა ხვედელიძეს ეკუთვნის.
პიესის ავტორი ლიტერატურული პრემია ,,საბას“ 2013 წლის ლაურეატი ალექს ჩიღვინიძეა, რომლემაც ეს ჯილდო სწორედ ,,სიკვდილის დღის საჩუქრის“ გამო მიიღო.
სპექტაკლი ერთი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება, რომლის ოთხივე წევრი სხვადასხვა დანაშაულის გამო ციხეში მოხვდა და ერთ საკანში იხდის სასჯელს. ყველაზე პატარა წევრი 15 წლის იყო მარიხუანას რეალიზაცია რომ დაიწყო და ციხეში თავისი თანატოლების მკვლელობისთვის ჩასვეს, როგორცკი სრულწლოვანი ხდება სიკვდილით სჯიან. ეს არის სპექტაკლი სიცოცხლის, სიკვდილისა და სიყვარულის ემოციებით დატვირთული.
პრემიერას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
,,სპექტაკლი ძალიან მომეწონა, ახლაც ემოციებში ვარ. თეატრი არის სახალხო, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პროფესიონალები იდგნენ სცენაზე. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ მუშაობას ხელი შეუწყო. პირველ შთაბეჭდილებას ქმნის მხატვრობა, როგორც კი გაიხსნა ფარდა მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულ სპექტაკლზე მოვედი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, სახალხო თეატრების დანიშნულება რაც არის, რომ სათქმელი თქვა ის რაც გინდა, რომ არასოდეს აღარ განმეორდეს. ეს ამ სპექტაკლში ჩანს. დიდი მადლობა ბოლნისელებს, რომ ეს თეატრი შეინახეთ“,- განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახალხო თეატრების კოორდინატორმა ნინო ხურითიმ.

წყარო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური Facebook-ის გვერდი


Share.

Comments are closed.