დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას შემოქმედებითი საღამო

0

უკვე მე-3 წელია 27 იანვარს, ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულზე  იმართება. ნინოობა შემთხვევით შერჩეული დღე არ არის, 27 ინვარს მამა პეტრეს დაბადების დღეა.

,,ვიცი, რომ მშველი და
მფარველობ უბრალოდ,
ნუ მიშვებ ხელიდან,
მიყვარხარ უფალო…“
უფლის სიყვარულით შთაგონებული მამა პეტრეს შემოქმედება კიდევ ერთხელ გამომზეურდა ფართო მასებისთვის. პოეზია, სიმღერა, ცეკვა, როიალი, ვიოლინო და პანტომიმის თეატრის მსახიობის ირაკლი გიგაურის ჟესტიკულაციით გადმოცემული ემოცია ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს მატებდა.
შემოქმედებით საღამოში მონაწილეობა მამა პეტრეს მეგობრებმა და სულიერმა შვილებმა მიიღეს. წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება მამა პეტრეს ლექსებით გახსნეს. სცენა შემდეგ ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,ბოლნელის“ მოცეკვავეებმა და პატარა მედოლეებმა დაიკავეს. მამა პეტრეს საჩუქარი კომპოზიტორმა დათო არჩვაძემ ამერიკიდან მიუძღვნა და მის ლექსზე შექმნილი კომპოზიცია კულტურის სახლის სცენაზე აჟღერდა. ღონისძიების ბოლოს სტუმრებმა მამა პეტრეს სადღესასწაულო ტორტიც მიართვეს.
შემოქმედებით საღამოს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი ესწრებოდნენ. მათ დამსწრე სზოგადოებას ნინოობის დღესასწაული მიულოცეს. ღონისძიება დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.

წყარო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური Facebook-ის გვერდი


Share.

Comments are closed.