ლევან დავითაშვილმა მეღვინეებს სააგენტოს 2014 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო

0

1

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.

სამუშაო შეხვედრაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმაკომპანიების წარმომადგენლებსა და შეხვედრის მონაწილეებს  სააგენტოს 2014 წლის სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პროგრამები გააცნო, წარუდგინა მიმდინარე მოვლენების ანგარიში.

მიმდინარე წელს ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს – საკანონმდებლო ცვლილებები; მევენახეობის განვითარების ხელშეწყობა; ღვინის ლაბორატორიული კვლევები; საერთაშორისო ბაზრებზე ქართულიღვინის პოპულარიზაცია; იშვიათი და უნიკალური ვაზის ჯიშების აღდგენის ხელშეწყობა; სამეცნიერო კვლევების წახალისება; ელექტრონული აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა;  აღნიშნული ღონისძიებების გატარება უზრუნველყოფს: ქართული ღვინო-პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას, საექსპორტო ბაზრებზე დაბალხარისხიანი ან ფალსიფიცირებული პროდუქციის აღკვეთას, ვენახების
ეროვნული კადასტრის ფორმირებას; ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშებით გაშენებული ფართობების რაოდენობის ზრდას.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მისასალმებელია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ წამოწყებული პროგრამები. მან  დადებითად შეაფასა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის გეგმა და სურვილი გამოთქვა სამუშაო შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  იური ნოზაძემ აღნიშნა, ,,სამინისტროსა და სააგენტოს ძალისხმევა კერძო სექტორისა და ფერმერთა განვითარების ხელშეწყობაზეა მიმართული. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდასა და ახალი საექსპოტო ბაზრების მოძიების მიმართულებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით,  მომავალ წელს პროდუქციის ხარისხზე მაქსიმალური კონტროლი განხორციელდება.

ლევან დავითაშვილის მიერ 2014 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებებიც და მეღვინეობის დარგის განვითარების პროცესში მსგავსი პროგრამების განხორციელების ეფქტურობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის მიზნით და დარგის რეალურად განვითარების ხელშეწყობისთვის, სამუშაო შეხვედრების ყოველთვიურად ჩატარების წინადადება დადებითად შეაფასეს.


Share.

Comments are closed.