მანდატურის სამსახური არ უქმდება

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგირიულად უარყოფს  სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მანდატურის სამსახური  უქმდება.

საგანგებო განცხადებაში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა აღნიშნულია:„მანდატურის სამსახურის რეფორმა წარმატებით განხორციელდა პილოტური პროექტის ფარგლებში. სამსახურს დაემატა ფსიქოლოგიური ცენტრებისა და კარიერის დაგეგმვის ფუნქციები. შესაბამისად, სამსახური სკოლას გაუწევს კომპლექსურ მომსახურებას.  წლის განმავლობაში, რეფორმაზე მუშაობის პროცესში, იმართებოდა დისკუსიები სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებში, ჩატარდა პრეზენტაციები, მოეწყო განხილვები სატელევიზიო ეთერში.

რეფორმიდან გამომდინარე მომზადდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მოიწონა მთავრობამ და შესაბამისად, კანონპროექტი შევიდა პარლამენტში განსახილვევად.

რაც შეეხება მიმდინარე ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან მანდატურს სამსახურში ნიშნავს სკოლა,  აღნიშნული ცვლილებები კანონში 2012 წლის 27 დეკემბერს შევიდა.

მიმდინარეობს პროცედურული საკითხების დასრულება, რომ აღვასრულოთ საკანონმდებლო მოთხოვნა. ამ ეტაპზე ფუნქციურად არაფერი არ იცვლება”.

სამინისტრო ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სკოლის მანდატურებს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელით (Skype) გაეგზავნათ. „განათლების სამინისტრო კომუნიკაციისათვის იყენებს ოფიციალურ ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემას“ – აღნიშნულია განცხადებაში.


Share.

Comments are closed.