მარათონი სწრაფ ბეჭვდაში 10 თებერვალს იწყება

0

აქართველოს მარათონი სწრაფ ბეჭდვაში სკოლის მოსწავლეთა შორის სტარტს 10 თებერვალს აიღებს.

შესარჩევი ტური სამ ეტაპად გაიმართება. ყოველი შესარჩევი ტურის ბოლოს მოხდება საუკეთესო მონაწიილეების დაჯილდოება. გამარჯვებულად ითვლება რეიტინგში პირველი 10 საუკეთესო მოსწავლე.

ფინალი გაიმართება 2014 წლის დეკემბრის თვეში, რომელში მონაწილეობას სამივე შესარჩევი ტურის გამარჯვებულები მიიღებენ. ფინალში გამარჯვებული გახდება, სამი საუკეთესო დროის მქონე მონაწილე.

საქართველოს პრიზიორებს “სწრაფ ბეჭდვაში” დააჯილდოვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.

მონაწილეთა რეიტინგი მუდმივად ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იქნება საიტზე:  ka.msy.ge, სადაც მოსწავლეებმა მარათონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

მარათონის ფინალი საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერულ ცენტრში გაიმართება.

,,სწრაფი ბეჭდვის” პროგრამა საქრთველოს ელექტრონული სპორტის ფედერაციამ და საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ჯგუფმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა.

პროგრამის შექმნა, მიზნად ისახავდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენაზე წერა კითხვის დონის ამაღლებას და მათი საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობას.

2013 წლის 2 მარტიდან დღემდე, სწრაფი ბეჭდვის კონკურსი ჩატარდა: მარნეულში, ბოლნისში, ახალქალაქში და ფინალი თბილისში.


Share.

Comments are closed.