პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

0

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში მომუშავე ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის პირველმა პირმა პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი წარუდგინა.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა,რომ ეკონომიკურად დაკულტურულად ძლიერი საქართველო, სწორედ ეთნიკური უმცირესობების თანამონაწილეობით შეიქმნა.

„საქართველოს უნიკალურობა არ არის მხოლოდ ის, რომ მის ქალაქებსა და სოფლებში მრავალი ერის წარმომადგენელი ერთი მიზნისკენ იღწვის. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ იმას, რომ შევქმნათ პირობები და ამ მრავალფეროვნებას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს ჩვენი ერთიანი ქვეყნის ასაღორძინებლად“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„მთავარი პრობლემა იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაა. მე გამოცდილება მაქვს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან მუშაობის მხრივ – თავად ვარ ამ ჯგუფის წარმომადგენელი. buying and selling domain names . გადასარევად ვიცნობ მათ პრობლემებს, ვინაიდან მათთან ყოველდღიური შეხება მაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში და დასძინა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნონ. 

სოფიო შამანიდი ივანე ჯავახიშვილის სახელეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ბერძნული ფილოლოგიის სრული პროფესორია იგი მეცნიერებათა დოქტორია და არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და რედაქტორი.

პრეზიდენტის შეხვედრა ეთნიკური უმიცრესობების საკითხების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან კითხვა-პასუხის რეჟიმიში გაიმართა.

ინფორმაციის წყარო:  საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.

 


Share.

Comments are closed.