პრობაციის ეროვნული სააგენტო ვაკანსიებზე კონკურსს აცხადებს

0

პრობაციის ეროვნული სააგენტო ახლადშექმნილი სტრუქტურული ერთეულის – სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს დასაკომპექტებლად კონკურსს აცხადებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ 31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე დაინტერესებულ პირებს, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების შესარჩევ კონკურსში მონაწილობისკენ მოუწოდა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის სტრატიგიული განვითარების სამოქმედო გეგმის მიხედვით, სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად სარეაბილიტაციო პროგრამებში პირობით მსჯავრდებულთა ჩართვის ხელშეწყობა მიიჩნევა. ამ მიზნით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო, რომელიც დაგეგმავს, კოორდინირებასა და მონიტორინგს გაუწევს მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციიისა და გადამზადების პროგრამებს.

კონკურსი ცხადდება სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მრჩევლების (2 ვაკანსია), უფროსი სპეციალისტების (2 ვაკანსია), ფსიქოლოგებისა (11 ვაკანსია) და სოციალური მუშაკების (33 ვაკანსია) პოზიციებზე.

კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, წარმოსადგენი საბუთების ნუსხა და საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ: http://www.probation.gov.ge/?action=page&p_id=82&lang=geo


Share.

Comments are closed.