საკრედიტო სტანდარტებზე საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

0

31 იანვარს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, ეროვნული ბანკის ორგანიზებით, საკრედიტო სტანდარტების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, მსხვილი აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები. კონფერეციის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციით წარსდგენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Standards and Poor’s“-ის, საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC)-ის წარმომადგენლები.

როგორც კონფერენციის გახსნამდე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა: „ბოლო წლების განმავლობაში, არაერთხელ დადასტურდა რომ საქართველოს საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილურად განვითარებადი სფეროა. ამას აღნიშნავენ თავიანთ დასკვნებში საერთაშორისო საფინანსო და სარეიტინგო კომპანიებიც. ზრდისა და განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია ბანკებმა მეტი ყურადღება დაუთმონ დაკრედიტების პროცესის სწორად და ჯანსაღად წარმართვას. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ რისკების შეფასებასთან ერთად ბანკებმა მაქსიმალურად მოარგონ გაცემული სესხის ოდენობა და გადახდის პირობები მსესხებლის მიერ წარმოდგენილ ბიზნეს-მოდელს, გაითვალისწინონ ბიზნესის ციკლურობა და ფულადი ნაკადების სტრუქტურა. ამ პროცესის სწორად წარმართვის შედეგი იქნება, ერთის მხრივ, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მაღალი ხარისხი, და მეორეს მხრივ ჯანსაღი საკრედიტო პორტფელი. დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებით ჩვენ მივეცით შესაძლებლობა საქართველოს კომერციულ ბანკებს გაეცნონ დაკრედიტების საერთაშორისო სტანდარტებსა და გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილება.“

კონფერენციის მიზანია,

მოხდეს ფინანსური სექტორის წამომადგენელთა ხედვების გაზიარება დაკრედიტების სტანდარტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს კორპორატიული და საცალო პროდუქტების კოეფიციენტი, მათი ისტორიული და მიმდინარე დონეებისა და საკრედიტო ხარისხზე ზემოქმედება. ყურაღდება ასევე გამახვილდა მსესხებლების სავალუტო და საპროცენტო რისკებზე.


Share.

Comments are closed.