საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს დავების განხილვის საბჭოში 2 წევრის კანდიდატურის წარდგენას სთავაზობს

0

ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და აღნიშნულ პროცესში ჩვენი საზოგადოების მეტი ჩართულობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების კანდიდატურების განხილვას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკური საკითხების ირგვლივ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს  სთავაზობს, 2014 წლის 15 თებერვლამდე ფინანსთა სამინისტროში (ოფიციალური წერილის სახით) წარმოადგინონ საბჭოს სავარაუდო წევრების კანდიდატურები და ინფორმაცია მათი სამუშაო გამოცდილების შესახებ (CV).

წარმოდგენილი კანდიდატურებიდან აირჩევა არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი, ხოლო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო ფართო სპექტრის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად,  ყოველ ექვსთვეში ერთხელ, წევრები შეიცვლებიან როტაციის პრინციპით.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობა უზრუნველყოფს:

–          ჩვენი საზოგადოების ობიექტურ ინფორმირებულობას საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ;

–          ასევე, ჩვენი მოსახლეობა იღებს მყარ გარანტიებს იმისა, რომ საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ კანონის შესაბამისად, კეთილსინდისიერი გადამხდელების ინტერესების დაცვის საფუძველზე.” – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოს, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.


Share.

Comments are closed.