სახალხო დამცველი მთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ეხმაურება

0

როგორც დღეს გახდა ცნობილი მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფში ხელისუფლების მხრიდან შევლენ რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობენ.

სახალხო დამცველის აპარატი რეგიონული წარმომადგენლობების მეშვეობით საქმიანობას ახორციელებს ქვეყნის 6 რეგიონში. რეგიონული ოფისების საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მაღალმთიანი რეგიონების პრობლემებს. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველო, რეგიონული რწმუნებულების მეშვეობით განახორციელებს მასშტაბურ მონიტორინგს მაღალმთიან რეგიონებში; აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ხევსურეთში და ა.შ. სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ მონიტორინგის პროცესში მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია  მნიშვნელოვნად წაადგება მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნული ჯგუფის შექმნას და გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.


Share.

Comments are closed.