სოზარ სუბარი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა

0

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებულებით  საქართველოს კონსტიტუციის 79–ე მუხლის მე–5 პუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სოზარ სუბარი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა. სუბარი საქართველოსსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თანამდებობიდან  2014 წლის 26 იანვრიდან გათავისუფლდა.

სუბარის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა ნაწილი აღარ დაექვემდებარება.

პრემიერის გადაწყვეტილებით დაინიშნენ მინისტრის მოადგილეებიც: გრიგოლ გიორგაძე, ეკატერინე ქრისტესაშვილი, არჩილ თალაკვაძე და ბესიკ დევდარიანი.


Share.

Comments are closed.