ქვემო ქართლის გუბერნატორმა სამუშაო შეხვედრა გამართა

0

27 იანვარს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა სამუშაო შეხედრა გამართეს ქალაქ რუსთავის მერთან და რეგიონის გამგებლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. cheap accommodation . კერძოდ, მათი განხორციელების პროცესი, ვადები და არსებული პრობლემები.
გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, საბიუჯეტეო სახსრების საჯარო ინტერესების შესაბამისად ადმინისტრირების უზრუნველყოფა მისი უფლებამოსილებაა. „მე გავაკეთებ ყველფერს იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს. ყოველი თეთრი მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს“,- აღნიშნა მხარის გუბერნატორმა.

წყარო: ქვემო ქართლში გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალური Facebook-ის გვერდი


Share.

Comments are closed.