1 თებერვლიდან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე რეგისტრაცია დაიწყო

0

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის წესი განმარტა. ფასდაკლებით სარგებლობის უფლების მისაღებად, 1 თებერვლიდან (კვირის გარდა ) უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამსახურებს. წარმოადგინონ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევებისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესახებ. სააგენტოში განცხადების ჩაბარების შემდეგ, მისი დოკუმეტაცია განიხილება „ცე ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის, ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის უფლების განმსაზღვრელი კომისიის” მიერ. კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, საბუთების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ეცნობება განმცხადებელს. დადებითი პასუხის შემთხვევაში 1 ივლისიდან, მედიკამეტების შეძენა შესაძლებელი იქნება: თბილისში იოსებიძის ქ. N60; ქუთაისი ბროსეს ქ. N5; ბათუმი გოგებაშვილის ქ. N32;

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.moh.gov.ge/files/C-Hepat.pdf


Share.

Comments are closed.