„აგრო ბარათების“ დარიგება დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ლიბერთი ბანკის ფილიალში „აგრო ბარათების“ დარიგება დაიწყო. ბარათებს, რომელზეც დარიცხულია 50 ქულა, მიიღებენ მოსარგებლეები, რომელთა საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არის არაუმეტეს 0,25 ჰა ჯამური ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ასევე 0,25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მფლობელები ხვნის ბარათთან ერთად მიიღებენ „აგრო ბარათებს“, რომელზეც იქნება დარიცხული 50 ქულა. თუ მოსარგებლემ ვერ გამოიყენა ხვნის ბარათი და დააბრუნა უკან, მას 1 ჰექტრის შესაბამისად 140 ქულა დაერიცხება „აგრო ბარათზე“ და მიიღებს 190 ქულიან „აგრო ბარათს“.

„აგრო ბარათზე“ დარიცხული იქნება პროექტის ფარგლებში მოსარგებლისათვის განკუთვნილი სარგებლის ღირებულების  შესაბამისი ქულები, 1 ლარი უდრის 1 ქულას, რითაც მოსარგებლეს შეეძლება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის (სასუქი, სათესლე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები) შეძენა. მოსარგებლეებს „აგრო ბარათების“ აღება შეუძლიათ ლიბერთი ბანკში.“აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნაირა გაბრიჭიძემ.


Share.

Comments are closed.