ალექსანდრა ობოლაძე ადგილობრივ არჩევნებზე გამგებლობისთვის იბრძოლებს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე 2014 წლის ადგილობრივი თვითმარველობის არჩევნებზე კენჭს იყრის. ამის შესახებ, ქალბატონმა ალექსანდრამ ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში „ჩვენი დრო” განაცხადა.

„რასაკვირველია ვაპირებ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. რეფორმა, რომელიც გულისხმობს არჩევითობას ეს არის ევროპული გზა და დემოკრატიული გზა.  დადებითად ვაფასებ ამ რეფორმას, არჩევითობა გულისხმობს, იმას რომ ხალხის ნდობა და ლეგიტიმაცია, გამგებლი იქნება ეს თუ საკრებულოს თვმჯდომარე უფრო მაღალია” – განაცხადა გადაცემაში ობოლაძემ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნახევარი საათის განმავლობაში გადაცემის  წამყვანის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა. ალექსანდრა ობოლაძემ ბოლნისში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, მიმდინარე სოციალურ პროექტებსა და მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.


Share.

Comments are closed.