ბოლნისის მუნიციპალიტეტში პირველი სოფლის კრება გაიმართა

0

DSC_2584რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და სოფელ მამხუტის მოსასხლეობის შეხვედრა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, სოფლის კრებები დაიწყო. პირველი კრება სოფელ მამხუტში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შესურულებელი ალექსანდრა ობოლაძე მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა და სოფელში არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო.

სოფელ მამხუტში 700 ოჯახი ცხოვრობს და მათი მოთხოვნა სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრას უკავშირდება. სოფელში მხოლოდ სამი ძირითადი წყაროა, რომელიც ამჟამად მწყობრიდან არის გამოსული. მოსახლეობა პირველ ეტაპზე აღნიშნული წყაროების შეკეთებას ითხოვს. ალექსანდრა ობოლაძე მამხუტელებს დაჰპირდა, რომ მოძველებულ სისტემას ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შეაკეთებენ. აღასანიშნავია ისიც, რომ სოფელში მხოლოდ ტექნიკური წყალი მოდის, რომელიც საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის გამოიყენება.

სოფლის კრებაზე ხანგრძლივი მსჯელობის  შედეგად, გადაწყდა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2014 წელს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მიერ დამტკიცებული თანხით სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება.

„ძირითადი პრობლემა სასმელი და სარწყავი წყალია სოფელ მამხუტში. ამ საკითხების მოგვარებაზე ჩვენ მანამდეც ვმუშაობდით და შემუშავებული გვაქვს გზები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას სოფელში ეს პრობლემა” – განაცხადა  bolnisi.ge-სთან საუბარში ალექსანდრა ობოლაძემ.

დღესვე სოფლის კრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ 5 სოფელში გაიმართება.

DSC_2593 DSC_2588 DSC_2595


Share.

Comments are closed.