ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხელფასების გაცემა დროულად მოხდება

0

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები კუთვნილ ანაზღაურებას, მუნიციპალიტეტში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ვერ მიიღებენ.  კომპანია RMG -ში  არსებულმა დაძაბულმა მდგომარეობამ პრობლემა ადგილობრივ ბიუჯეტსაც შეუქმნა, რადგან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 80% -ით საწარმოს მიერ გადახდილ წიაღის მოსაკრებელზეა დამოკიდებული.

,,ჩემთვის რამდენადაც ცნობილია საფინანსო სამსახურის უფროსმა და ჩემმა მოადგილემ სამსახურის ხელმძღვანელობას არსებული სიტუაციდან  გამომდინარე აუხსნეს, რომ ხელფასებს შესაძლოა რამდენიმე დღით დააგვიანდეს. ხელფასების არ დარიცხვა სიმართლეს არ შეესაბამება. მინდა ვუთხრა ყველა სამსახურის თანამშრომელს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თვის ბოლოს ყველა მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას“ -განაცხადა  bolnisi.ge-სთან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.


Share.

Comments are closed.