ბოლნისის ნაგავსაყრელს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” მართავს

0

1489296_208268919358855_760955674_n

2013 წლის აპრილში ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი საქართველოს რეგიონული განვითარების ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის  კომპანია”-ს გადაეცა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ მიერ დაქვემდებარებული 55 ნაგავსაყრელიდან, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გადაცემის პერიოდში  ბოლნისის ნაგავსაყრელი იყო. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ კომპანიას ბოლნისის ნაგავსაყრელზე  მასშტაბური სამუშაოების ჩატარება არ დასჭირვებია.

„ადგილზე არის ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ახდენს ნარჩენების აღრიცხვას. გარკვეული  რაოდენობის ნარჩენების დაგროვების შემდეგ, ისევე როგორც ჩვენი კომპანიის დაქვემდებარებულ დანარჩენ 54 ნაგავსაყრელზე, ბოლნისშიც შედის მძიმე ტექნიკა და ტარდება დატკეპნითი სამუშაოები. ხშირად სჭირდება ნაგავსაყრელის შიდა სამოძრაო გზებს მოწესრიგება, როგორც მოგეხსენებათ ნარჩენების შესატანად მძიმე ტექნიკა მოძრაობს ტერიტორიაზე”- განაცხადა bolnisi.ge-სთან საუბარში შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის  კომპანი”-ის რეგიონალური მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ მარგალეიშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარების ინფრასტრუქტურის სამინისტროს  შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის  კომპანია” სახელმწიფოს 100% მფლობელობაში იმყოფება და დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტს კომპანიის მომსახურება არცერთი თეთრი არ უჯდება. ასე იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე, სამომავლოდ მოუწევს თუ არა ბოლნისს ნაგავსაყრელით სარგებლობისთვის რაიმე გადასახადის გადახდა, კომპანიაში ამ საკითხზე ჯერ ვერ საუბრობენ.

 


Share.

Comments are closed.