ბოლნისის „სიონმა” უნგრულ „დიორი ეტო”-ს სძლია

0

1:0 დაასრულა შეხვედრა ბოლნისის „სიონმა” უნგრეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან „დიორი ეტო”-სთან. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თამაშის დასაწყისშივე აფციაურის პასით ჯაბა უგულავამ მე-9 წუთზე, მეტოქის კარში მახვილი კუთხიდან გაიტანა გოლი. უნგრები საკმაოდ უხეშად თამაშობდნენ, რის გამოც, ხშირად იმსახურებდნენ ყვითელ ბარათებს. მეტოქის უხეშობით ტრამვა მიიღო სამხარაძემ და იძულებული გახდა თამაში დაეტოვებინა. სამხარაძის გარდა ტრამვები მიიღეს ცხადაიამ და ახალაიამ, დაზარალდა უგულავაც, ის რამდენიმე დღე ვარჯიშს ვერ შესძლებს.

მე-2 ტაიმში უპირატესობას მთლიანად ბოლნისელები ფლობდნენ. კარგი მომენტები ჰქონდათ: ადამიას, უგრეხელიძეს, უგულავას, ახალაიას, თუმცა გოლის გატანა ვერ შესძლეს.

ლადო ბურდულის გუნდმა „დიორი ეტო”-სთან შემდეგი  შემადგენლობით ითამაშა: მერლანი, ფოფხაძე, სვანიძე, თოთაძე, იმედაშვილი, განუგრავა, აფციაური, ბიბილეიშვილი, სამხარაზე,  უგრეხელიზე, უგულავა.
შეცვლები: ცხადაია (სამხარაძე27წთ.) ახალაია (უგულავა46წთ.) ადამია (იმედაშვილი64წთ.) ლობჯანიძე (ფოფხაძე68წთ.) მამასახლისი (ცხადაია70წთ.) მიკუჩაძე (აფციაური74წთ.)


Share.

Comments are closed.