„ბოლნისის ყოჩები“ ახალ სტადიონზე ითამაშებენ

0

„ბოლნისის ყოჩები“ მალე ახალ სტადიონზე ითამაშებენ. სოფელ ნახიდურში მდებარე ფეხბურთის მინი-სტადიონს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ბოლნისელმა რაგბისტებმა საკუთარ სტადიონზე ივარჯიშონ.

„რადგან ბოლნისის „ყოჩები“  წარმატებით მიიწევენ წინ და უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილზე არიან, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ და შევუქმნათ ყველა პირობა  რომ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწიონ.  გადავწყვიტეთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ სტადიონის რეკონსტრუქცია, რათა „ყოჩებმა“ საკუთარ სტადიონზე ივარჯიშონ. მათ აქვთ გეგმები აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ინტეგრაციის კუთხით, რაც მისასალმებელია“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

ამჟამად გუნდი თბილისში, ავჭალის რაგბის მოედანზე ვარჯიშობს.


Share.

Comments are closed.