ბოლნისში მოქმედი კომპანიები უახლოეს პერიოდში ოცამდე ბოლნისელს დაასაქმებენ

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის რეკომენდაციით, ბოლნისში მოქმედი სამი კომპანია ოცამდე ბოლნისელს დაასაქმებს. დასაქმების პროცესი კომპანია „ტექნო ბუმ”-მა უკვე დაიწყო. ქალაქ ბოლნისში, ახლადგახსნილ მაღაზიაში ოთხი ბოლნისელი ახალგაზრდა, კონსულტანტისა და მისი დამხმარის პოზიციაზე  დასაქმდა. 

17 თებერვლიდან შეუდგებიან მუშაობას ახალი თანამშრომლები  შ.პ.ს. “ABD Georgia” – მეღორეობის კომპლექსში, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთაში მდებარეობს. ალექსანდრა ობოლაძის რეკომენდაციით კომპანია სამ ადამიანს დაასაქმებს.

ამინდის გაუმჯობესებისთანავე გეგმავს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ბოლნისის სერვის ცენტრი ათამდე ბოლნისელის, მათშორის რამდენიმე პრობაციონერის დასაქმებას.

„მუშახელი გამრიცხველიანების პროცესისთის გვჭირდება,  ჩვენი კომპანიის სათაო ოფისიდან ვაპირებდით თანამშრომლების ჩამოყვანას, მაგრამ ვიცით რომ ბოლნისში დასაქმების პრობლემა დგას. გავითვალისწინეთ ქალბატონი ალექსანდრას თხოვნა და გადავწყვიტეთ ავიყვანოთ ადგილობრივი კადრები.”- აღნიშნა Bolnisi.ge -სთან საუბარში სერვისცენტრის მენეჯერმა ვანო ლორთქიფანიძემ.


Share.

Comments are closed.