ბოლნისში „ტექნო ბუმის” სოციალური აქცია დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კომპანია „ტექნო ბუმ-“მა სოციალური აქცია წამოიწყო. ქალაქ ბოლნისში დღეს „ტექნო ბუმის” ტექნიკის მაღაზია გაიხსნა, სადაც ბოლნისელ მომხმარებელს დაბალ ფასებში შეეძლება ტექნიკის შეძენა.

„აქციის მიზანია სოციალური სფეროს გააქტიურება. მომხმარებელს საშუალება ექნება უპრეცენდენტოდ დაბალ ფასებში შეიძინოს პროდუქცია, 2 წლიანი განვადებით, წინასწარი შენატანის გარეშე. პროექტის აქტიური მხარდამჭერია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.შ ალექსანდრა ობოლაძე”  – განაცხადა „ტექნო ბუმის” გარე გაყიდვების მენეჯერმა სოფო ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ტექნო ბუმ”-მა ბოლნისის ახლადგახსნილ მაღაზიაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის რეკომენდაციით 4 ადამიანი დაასაქმა.

მიმდინარე  აქცია 10 თებერვალს დაიწყო და 18 აპრილამდე გაგრძელდება.


Share.

Leave A Reply