ბოლო ორი თვის მანძილზე მუნიციპალიტეტმა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 121 ოჯახს გაუწია

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარება 121 ოჯახს გაუწია. დახმარება მიიღეს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებმა და  მოქალაქეებმა, რომლებმაც მიმართეს მუნიციპალიტეტს, თუმცა არ გააჩნდათ სოციალური სტატუსი, ეკონომიური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ მოხდა მათი დახმარება. იანვარსა და თებერვალში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით გაცემულმა თანხამ ჯამში 15 500 ლარი შეადგინა.

 

 

 


Share.

Comments are closed.