დავით უსუფაშვილი უკრაინის დედაქალაქ კიევში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს გამოეხმაურა

0

დავით უსუფაშვილი უკრაინის დედაქალაქ კიევში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიო ძალისხმევისა, ვერ მოხერხდა სამწუხარო პროცესების თავიდან აცილება. “ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხს. გლობალიზებულ სამყაროში მსგავსი პროცესები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პარლამენტმა ორჯერ მიიღო რეზოლუცია. ვფიქრობ საერთაშორისო საზოგადოება მოძებნის ძალებს, რომ ამ დაპირისპირების მოგვარება მოხერხდეს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს მოძებნონ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი“, – განაცხდა დავით უსუფაშვილმა. – განაცხდა დავით უსუფაშვილმა.


Share.

Comments are closed.