ელენე გედევანიშვილი სოჭში პირველი გამოსვლისთვის ემზადება

0

დღეს ელენე გედევანიშვილი სოჭში, მაყურებლის წინაშე მოკლე პროგრამით წარსდგება. ეს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგურავის პირველი გამოსვლა იქნება.

მოკლე პროგრამაში სულ 30 მოციგურავე გამოვა. მათ შორის 24 საუკეთესო თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლებას მოიპოვებს და მედლებისთვის იბრძოლებს. გოგონათა შორის ფიგურული სრიალის ასპარეზობა სოჭში დღეს 19:00 საათზე დაიწყება. ქართველი მოციგურავე ყინულზე მე–16 ნომრად, თბილისის დროით დაახლოვებით 21:00 საათზე გამოვა.

ელენე გედევანიშვილმა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი ეტაპი კანადაში გაიარა, 14 თებერვლიდან კი სოჭში ვარჯიშობს.

ოლიმპიადა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:  http://tv.jampo.tv/play/channel/russia2

 

 

 


Share.

Comments are closed.