ექსტერნის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

0

14 თებერვალს ექსტერნის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. მოსწავლეებს, რომელთაც სურვილი აქვთ აღნიშნული ფორმით გამოცდების ჩაბარების, რეგისტრაცია უნდა გაიარონ  შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. რეგისტრაცია 21 თებერვალს დასრულდება. გამოცდები კი 6-დან 21 მარტამდე გასტანს. მოსწავლემ გამოცდები უნდა ჩააბაროს იმ სკოლაში, რომელშიც აპირებს სწავლის გაგრძელებას.


Share.

Comments are closed.