თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ლადო ბურდული მსუბუქად დაშავდა

0

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ბოლნისის „სიონი”-ს გენერალური დირექტორი, ლადო ბურდული დაშავდა. როგორც bolnisi.ge-სთვის გახდა ცნობილი,  შემთხვევა ბელორუსიის „ბატე”-სთან თამაშის შემდეგ, სასტუმროში დაბრუნებისას მოხდა.  გუნდის ექიმის განცხადებით მიღებული ტრამვები მძიმე არ არის და ბურდულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბურდულთან ერთად შემთხვევისას კიდევ ორი პიროვნება იმყოფებოდა, რომელთაც არანაირი დაზიანება არ მიუღიათ.


Share.

Comments are closed.