ინფორმაცია პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ

0

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 20 თებერვლიდან 21 მარტის ჩათვლით გაგრძელდება ვებგვერდებზე www.naec.ge და online.naec.ge (მსურველები იქვე იხილავენ დეტალურ ინსტრუქციას).

2014 წელს პირველად ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენაში არაქართულენოვანი სკოლებისათვის.
მუსიკისა და სპორტის მასწვალებლებს ამ ეტაპზე პროფესიული უნარების გამოცდებისათვის შეუძლიათ დარეგისტრირება. დეტალური ინფორმაცია გამოცდის ფორმატისა და პროცედურული ნაწილის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
უცხოური ენისა და კომპიუტერის გამოცდის, ასევე საბუნებისმეტყევლო საგნების ექსპერიმენტული ნაწილის შესახებ ინფორმაცია მას მერე გახდება ცნობილი, რაც სერტიფიცირების პროცესში ამ გამოცდების დატვირთვა დაზუსტდება.

2014 წელს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩამონათვალი.


Share.

Comments are closed.