კაზრეთელი მუშები შეხვედრის მოლოდინში არიან

0

DSC_0924კომპანია RMG-ის გაფიცულმა მუშებმა 6 კაციანი ჯგუფი შექმნეს, რომელიც დღეს კომპანიის ხელმძღვანელობასთნ მოლაპარაკებას გამართავს. ჯგუფში ერთი წევრი პროფკავშირებიდან თამაზ დოლაბერიძე, ხუთი კი გაფიცული და გათავისუფლებული მუშებიდან არის წარმოდგენილი. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, შეხვედრა დღეს, დღის მეორე ნახევარში უნდა შედგეს, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი კონკრეტული საათი. 

დღეს დილიდან დაბის ცენტრში მუშები კვლავ შეიკრიბნენ, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ შეხვედრაზე შეთანხმებას მიაღწევენ.

შეგახსენებთ, 19 თებერვალს, კომპანია RMG-იმ სპეციალური განცხადება გაავრცელა მედიის საშუალებით და გაფიცულებს დიალოგისკენ მოუწოდა.

კომპანია RMG-ის თანამშრომლებმა გაფიცვა 14 თებერვალს დაიწყეს, რომლებიც გათავისუფლებულ მუშებს შეუერთდნენ. გაფიცულები კომპანიისაგან სამსახურიდან გაშვებული 180 ადამიანის დაბრუნებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების 100% ზრდასა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას მოითხოვენ.

რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.


Share.

Comments are closed.