კანალიზაციის სისტემის პროექტის მეოთხე ეტაპი იწყება

0

ბოლნისში მასშტაბური პროექტის მეოთხე ეტაპი იწყება, ეგრეთწოდებული  ანდრეევკის დასახლების შემდეგ წყლისა და კანალიზაციის სისტემა ქალაქის დასავლეთ ნაწილში დამონტაჟდება. მრავალი წლის მანძილზე ქუჩებში შექმნილი პრობლემა მოგვარდება. ძველი წყლის მილები ამორტიზირებულია და  სასმელი წყალი ქუჩებში უსარგებლოდ იღვრება. კანალიზაციის არარსებობა კი მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის. პროექტი წყალმომარაგების კომპანიის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის  თანადაფინანსებით განხორციელდება. აპრილიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის სისტემის გამოცვლას დაიწყებს, სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ხოლო კანალიზაციის გაყვანა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მოხდება, სადაც თანადაფინანსების 20%-ით  შევა ადგილობრივი ბიუჯეტი. წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგების შემდეგ დღის წესრიგში შიდა გზების მოასფალტების საკითხი დადგება.


Share.

Comments are closed.