კომპანია RMG გოლდი დმანისელების პროტესტს ეხმაურება

0

„კომპანიას არანაირი ინტერესი არ აქვს შეისყიდოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. რაც შეეხება მოსახლეობის პრეტენზიას, მიგვაჩნია რომ ის ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. ოფიციალურად ჩვენთვის არავის არ მოუმართავს. დაგვიკავშირდნენ მუნიციპალიტეტის მეშვეობით და განვიხილავთ ამ საკითხს”. – აცხადებენ კომპანია RMG გოლდი-ში.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის ორასამდე ადგილობრივი მაცხოვრებელი  ორი დღეა საპროტესტო აქციას მართავს RMG გოლდის წინააღმდეგ.   მოსახლეობა მძიმე ეკოლოგიურ პირობებზე საუბრობს. მათი აღნიშვნით „აბულბუქზე“ მადნის მოსაპოვებლად განხორციელებულმა სამუშაოებმა მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა.


Share.

Comments are closed.