კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობასა და გაფიცულების წარმომადგენელთა შეხვედრა დაიწყო

0

ამ წუთებში მიმდინარეობს კომპანია RMG-ის ხელმძღავნელობასა და გაფიცულთა 6 კაციანი ჯგუფის შეხვედრა, კაზრეთში კომპანიის ადმისისტრაციულ შენობაში. შეხვედრა მედიისთვის დახურულია, როგორც კომპანიაში აცხადებენ დასრულებისთანავე გახდება ცნობილი მოლაპარაკების დეტალები.

მოლაპარაკების შედეგს დაბა კაზრეთის ცენტრში ელოდებიან აქციის მონაწილეები და შეხვედრის დასრულებამდე დაშლას არ აპირებენ. სავარაუდოდ აქციაზევე გააცნობენ შეხვედრაზე მყოფი წარმომადგენლები თანამოაზრეებს დიალოგის შედეგებს.  

კომპანია RMG-ის გაფიცულმა მუშებმა 6 კაციანი ჯგუფი შექმნეს, რომელიც დღეს კომპანიის ხელმძღვანელობასთნ მოლაპარაკებას მართავს. ჯგუფში ერთი წევრი პროფკავშირებიდან თამაზ დოლაბერიძე, ხუთი კი გაფიცული და გათავისუფლებული მუშებიდან არის წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, 19 თებერვალს, კომპანია RMG-იმ სპეციალური განცხადება გაავრცელა მედიის საშუალებით და გაფიცულებს დიალოგისკენ მოუწოდა.

კომპანია RMG-ის თანამშრომლებმა გაფიცვა 14 თებერვალს დაიწყეს, რომლებიც გათავისუფლებულ მუშებს შეუერთდნენ. გაფიცულები კომპანიისაგან სამსახურიდან გაშვებული 180 ადამიანის დაბრუნებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების 100% ზრდასა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას მოითხოვენ.

რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.


Share.

Comments are closed.