მუზეუმის ინიციატივით დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

0

goniszბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინიციატივით დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბოლნისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მეფის ღვაწლი და დავითის დრო თეატრალიზებულად წარმოაჩინეს.

„ჩვენი მიზანი იყო კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა საქართველოს დიდი მეფე დავით აღმაშენებელი, რომელმაც მოახერხა დაქსაქსული მოსახლეობის შეკავშირება, მომხდურთა დამარცხება და ქვეყნის აღმავლობის გზაზე დაყენება“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ანა აკოფიანმა.


Share.

Comments are closed.