მწყობრიდან გამოსული ბიოტერმინალი უახლოეს ხანში ამოქმედდება

0

ბოლნისის ტერიტორიაზე განთავსებული ბიოტერმინალი, რომელიც 2013 წელს შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ს გადაეცა უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში შევა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტერმინალი გადაცემის დროს მწყობრიდან იყო გამოსული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებების შესწავლა, რის შემდეგაც დაიწყება სარემონტო სამუშაოები. აღდგენის შემდეგ ბიოტერმინალი, რომელიც კანალიზაციის გამწმენდი მოდულია, მოემსახურება ბოლნისის ტერიტორიის ნაწილს.

მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ „გრანდიოზულ” პროექტად შეფასებული ნაგებობა, რომელსაც საქართველოს სხვა რეგიონში „ანალოგი” არ მოეპოვება, დღეს უფუნქციოა. შეგახსენებთ, რომ გამწმენდი ნაგებობა 2010 წელს აშენდა და ბოლნისის მოსახლეობის ნაწილს უნდა მომსახურებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ბოტერმინალის მშენებლობა  695000 ლარი დაუჯდა.

 


Share.

Comments are closed.