რატომ უნდა გაწევრიანდნენ გლეხები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში

0

123სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში,  რომელსაც ესწრებოდნენ ფერმერები, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და სხვა დაინტერესებული პირები. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების  ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება კოოპერატივების შესახებ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სააგენტო, რომელიც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა უზრუნველყოფს კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგს და სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. კოოპერატივების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, მიწების გამსხვილებას, კონსოლიდაციას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

გიორგი მიშელაძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე:

_ საზოგადოებას მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია კოოპერატივების შექმნის შესახებ, თუ  რატომ უნდა გაწევრიანდნენ გლეხები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში და რა პროგრამებს განახორციელებს სახელმწიფო მათ ხელშესაწყობად. სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებითა და ხელის  სათესი უზრუნველყოფის პროექტს“ განახორციელებს. ავუხსენით თუ როგორ უნდა შექმნან კოოპერატივი. ამისთვის საჭიროა გლეხების გაერთიანება დარგების მიხედვით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი თვრამეტი წლის ზემოთ.

შეხვედრა საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. ქვემო ქართლში მარნეულისა და თეთრიწყაროს შემდეგ ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ დმანისის და ბოლნისის მოსახლეობას მიაწოდა.


Share.

Comments are closed.