როგორი ხარისხის წყალს სვამს ბოლნისის მოსახლეობა

0

cyaliყარაბულახის წყალი, რომელიც  მოსახლეობას მიეწოდება, ყოველდღიურად მოწმდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ბოლნისის სერვის ცენტრში არსებული ლაბორატორია ადგილზევე ახდენს წყლის ხარისხის დადგენას. როგორც კომპანიაში აცხადებენ მუნიციპალიტეტი მაღალი ხარისხის წყლით მარაგდება. გერმანული აპარატურით „TRAWASI“ და „FOTOMETRI“-ით ხდება სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური ანალიზი. სინჯების აღების შემდეგ წყლის დაქლორვა სისტემატური რეჟიმით ხორციელდება. იანვრის თვეში, როგორც ლაბორანტი აღნიშნავს, დარღვევა არ ყოფილა, წყალი მაღალი ხარისხისაა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ამორტიზირებული მილების გამო ხდება მაგისტრალის დაბინძურება, რაც მოქმედებს წყლის ხარისხზე. ლაბორატორია წყლის ხარისხს ბოლნისის გარდა ამოწმებს დმანისში, თეთრიწყაროში, მანგლისსა და წალკაში. დაწესებული მონიტორინგის მიხედვით წყლის ანალიზი ყოველდღიურად ტარდება.

„წყალს ყოველდღე ოთხი ქუჩიდან ვიღებთ სპეციალური სტერილიზებული ჭურჭლით. ვახდენთ მის ანალიზს. ასევე ვაკეთებთ სინჯს ნაშთი ქლორზე, რომლითაც ხდება სასმელი წყლის დაქლორვა. ეს ხელს უწყობს მიკრობების მოსპობას. დმანისის საყაფლანოდან წამოსული წყალი ხარისხიანი, ბუნებრივი გრუნტის კასტრული წყალია, რომელშიც არ არის მიკრობები. წყლის დაქლორვა სპეციალური ხელსაწყოთი „წვეთოვანათი“ ყოველდღიურად ხდება შთანთქმის მიხედვით,  დაქლორვის ნორმა 03 და 05-მდეა მილიგრამი ლიტრზე. გასვლები გვაქვს 5 რაიონში, სადაც ადგილზევე ვაწარმოებთ წყლის მონიტორინგს, სასმელ წყალს უტარდება ქიმიური ანალიზი, რითაც დგინდება წყალში ქიმიური შენაერთები, ხოლო მიკრობიოლოგიური ანალიზით ვადგენთ მიკრობების შემცველობას. ბოლნისის მოსახლეობას ნამდვილად მიეწოდება მაღალი ხარისხის წყალი“._  აღნიშნა რეგიონული ლაბორატორიის სპეციალისტმა ოლღა ჩორგოლიანმა.


Share.

Comments are closed.