როდის მოგვარდება ქალაქის ცენტრალური უბნის მიმდებარედ არსებული დაბინძურებული ჩიხის პრობლემა

0

ჩიხი, რომელიც სააკაძის ქუჩას ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, ანტისანიტარიის კერაა. სანიაღვრე არხი კი დაბინძურებულია, ნაგავი, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, პოლიეთილენის პარკები და მოპირდაპირე ქუჩიდან დაგროვილი სიბინძურე წვიმის დროს არხს სააკაძის ქუჩაზე ჩამოაქვს. სანიაღვრე არხი გერმანელების მიერ არის აგებული, ადრე მას სხვა დანიშნულება ჰქონდა,  შახტის ფუნქციას ასრულებდა. წლებია არხი ამორტიზირებულია, ის ათონელის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის კანალიზაციის ფუნქციას ასრულებს. სანიაღვრე არხი ზედაპირიდან ცხრა მეტრის სიმაღლეზეა გაყვანილი. სააკაძის ქუჩის  მაცხოვრებლების აღნიშვნით არხში დაგუბებული წყალი საცხოვრებელ სახლებს საძირკველს უზიანებს.

„წლებია აქ საშინელი მდგომარეობაა, რას არ ნახავთ, ზედა ქუჩის ნაგავი არხს ჩვენთან ჩამოაქვს, წყალი გროვდება, სულ ტალახი და სისველეა. ზაფხულში ქვეწარმავლები  ბუდობენ, იქნებ ჩიხი მაინც გაათავისუფლონ ნაგვისგან. მალე სახლებიც ჩაინგრევა, კედლებს საძირკველი მთლიანად გამოაცალა ნიაღვარმა. ზედა უბნის მოსახლეობაც აქ ყრის სიბინძურეს.“- აღნიშნა სააკაძის ჩიხის მაცხოვრებელმა დალი ჩაგელიშვილმა.

კონსტანტინე კორძაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი:

_ სააკაძის ჩიხში შექმნილი სიტუაცია დეტალურად გვაქვს შესწავლილი. ათონელის ქუჩიდან ნიაღვარი ჩიხით სააკაძის ქუჩაზე ჩაედინება. სანიაღვრე არხი, რომელიც ათონელის ქუჩაზე და თამარ მეფის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ქვიშა-ღორღით არის ამოვსებული. ნიაღვარი საცხოვრებელ სახლებსაც აზიანებს. გზას დახრა მივეცით და წამოსული წყლის ნაკადი გერმანულ უბნებზე გაკეთებულ სანიაღვრე არხში ჩაედინება, თუმცა ეს დროებითია, გასულ წელს ვერ მოხერხდა, წელს ბიუჯეტის მატებას ველოდებით და აუცილებლად მოხდება სანიაღვრე არხის გაყვანა, რომელიც დაერთებული იქნება რეაბილიტირებული უბნის კანალიზაციის სისტემაზე.


Share.

Comments are closed.