ძველ სასაფლაოზე არსებული პრობლემები მოგვარდება

0

აღდგომის დღესასწაულამდე ბოლნისში, ეგრეთ წოდებულ ძველ სასაფლაოზე შექმნილი პრობლემის მოგვარება იგეგმება. სასაფლაოს ტერიტორიაზე განთავსებულია ქვის სამტეხლო, რის გამოც ჭიშკარი ხშირად ღიაა, შედის მსხვილფეხა საქონელი და აზიანებს მიცვალებულთა საფლავებს. რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია ღობეც. მოსახლეობამ არაერთხელ ითხოვა შექმნილი მდგომარეობის მოგვარება.

„ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სასაფლაოს ტერიტორიაზე შექმნილი პრობლემის მოგვარება. ვგეგმავთ გავაკეთოთ ბეტონის ორმოები, სადაც დამონტაჟდება მავთულბადის უჯრედები, ამიტომ აღარ გახდება საჭირო მუდმივად კონტროლი, რომ ვინმეს ჭიშკარი ღია არ დარჩეს. დაგებულ მავთულბადეზე ტრანსპორტი და ადამიანი ჩვეულებრივ შეძლებს გადაადგილებას, მსხვილფეხა საქონელი კი ნამდვილად ვეღარ შევა სასაფლაოს ტერიტორიაზე. ასევე ვფიქრობთ აღდგომის დღესასწაულამდე, რამდენიმე ადგილი გამოვყოთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ ნაგავი ერთ ადგილას მოაგროვოს. მის გამოტანას  კი კომუნალური სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.“ – აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.