საავადმყოფოში მოთავსებული მოშიმშილე გამგებლის მოადგილეებმა მოინახულეს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა ბესო კურტანიძემ და ლონგინოზ გასანოვმა საპროტესტო აქციის მონაწილე საავადმყოფოში მოინახულეს. კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე დღეა ცხრა ადამიანი უფლებების აღდგენის მიზნით უვადო შიმშილობას აცხადებს. დღეს დილით ერთი-ერთი მოშიმშილე ფრიდონ თეთრაძე ცუდად გახდა, რის შედეგადაც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოკვლევა. პაციენტს დაუდგინდა მწვავე აპენდიციტი და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თეთრაძე საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას გადის. საოპერაციო თანხებს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.


Share.

Comments are closed.