საბას ლიტერატურულ მუზეუმს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება

0

სოფელ ტანძიაში მდებარე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მუზეუმის სახურავი შესაკეთებელია, წვიმა დარბაზში ჩადის. შესაცვლელია დეკორატიული მინები და იატაკი, მოსაწესრიგებელია სცენა და აივანი. ტურისტულ ობიექტში სველი წერტლის პრობლემაც დგას. როგორც ბოლნისის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, განსახორციელებელი სამუშაოები შესწავლილია, ლიტერატურული მუზეუმის შეკეთებას დაახლოებით 40 ათასი ლარი დასჭირდება. „ვიმედოვნებ საბაობამდე მუზეუმი გარემონტებული იქნება. ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს,  ველოდებით შემოსავლების ზრდას.  მეტალოკრამიტის სახურავი ნამდვილად არ საჭიროებს შეცვლას, დემონტაჟი  ხის მასალას სჭირდება. მუზეუმის შენობა რთული კონსტრუქციაა. არქიტექტურული პროექტით ის გადაშლილი წიგნის ფორმისაა, ამიტომ ალბათ ვერ მოხერხდა საყრდენის კარგად გაკეთება. შეიცვლება წვიმისგან დაზიანებული იატაკი და დეკორატიული მინები, მოეწყობა სველი წერტილი. გასულ წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მივიღეთ წერილი თუ რა სამუშაოების ჩატარებას საჭიროებდა ტურისტული ობიექტები. ჩვენ  ტანძიის მუზეუმის მოწესრიგება, ქვეშის ციხის და წუღრუღაშენის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-შეკეთება მოვითხოვეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს  ობიექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით შეკეთდეს“.- განაცხადა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.