საინტერესო სტატისტიკური მონაცემები რუსეთის ფედერაციაზე

0

რუსეთის ფედერაციის 2012 წლის იანვარ -დეკემბრის  კრიმინოგენური  ვითარების  მოკლე დახასიათება.

კრიმინალური თავდასხმების  შედეგად დაიღუპა 38,7 ათასი ადამიანი (-3,4%),

სხეულის მძიმე დაზიანებით 50,6 ათასი ადამიანი (+2,4%).

100 000 მაცხოვრებელზე გამოდის 26.7 მკვლელობა.

მოქალაქეთა ნახევარზე მეტი (51%) დარწმუნებულია, რომ რუსეთი მიდის არასწორი გზით, მხოლოდ გამოკითხულთა 38% აბობს, რომ სჯერათ კურსის სწორი მიმართულების.საკუთარი მატერიალური მდგომარეობა კარგად დაახასიათა გამოკითხულთა 18%-მა.   54%-მა ჩათვალა მძიმედ, მაგრამ ასატანად. ხოლო 24% მიიჩნევს რომ ამის ატანა შეუძლებელია. 14% იმედოვნებს  თავისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

22% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა მომავალში გაუარესდება.

24% რუსეთის მოქალაქეებისა მზადყოფნას გამოთქვამს მიიღოს მონაწილეობა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში.

19% მზად არის მიიღოს მონაწილეობა გაფიცვებში

გამოკითხულთა 64% არ ამართლებს მთავრობის ქმედებას.

რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში იყენებს ანდაზებს, იგავ-არაკებს, ფრთიან გამონათქვამებს (რაც შეადგენს გამოკითხულთა 81%). ციტატები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, კინოფილმებიდან, სიმღერებიდან (66%) და არანორმატიული ლექსიკა და გინება( 61%.)

რუსების 32% თვლის, რომ ადამიანის ბედზე შეუძლია იქონიოს  გავლენა მაგიამ. 58% -ს არ ჯერა მაგიის და ჯადოქრობის, ხოლო 10% -ს უჭირს პასუხის გაცემა.

ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებლებს მაგიის სჯერათ დაახლოებით ერთი და იგივე ხარისხით.მხოლოდ მოსკოვში გამოკითხულთა 74 %-ს არ სჯერა  ოკულტური მეცნიერების.

მოსკოვში გასაყიდ პროდუქტთა 40%-ზე მეტი ფალსიფიცირებულია. ყველაზე ხშირად ვლინდება კარაქის, ზეთის, შედედებული რძის, ჩაის, ყავის, ჩაშუშული ხორცის კონსერვის, მინერალური წყლის, საკონდიტრო ნაწარმისა და თაფლის  ფალსიფიცირება.

შავი სიის ლიდერად გვევლინება ხაჭო 42,5%, რომელიც არ შეესაბამება ნორმატივებს. ყველი-45.5%, ხაჭოს მასა 42,1%, ასაწონი არაჟანი 33,3%, შაურმა 40%, სალათები 20%, ნამცხვრები 18,8%. ამჟამად საკვები პროდუქტის 70% მზადდება TY-ს სტანდარტით და არა სახ.სტანდარტით , რაც იძლევა  უხარისხო პროდუქციის გამოშვების შესაძლებლობას..

ევროპულმა მაჩვენებელმა რუსეთში განაპირობა  ფასების ზრდა კარაქზე 5-ჯერ. ბოსტნეული 10-ჯერ უფრო სწრაფად გაძვირდა, ვიდრე ევროპაში.

ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის საკვებ პროდუქტზე  ფასების ზრდა მაისში აპრილთან   შედარებით    მეტი პროცენტული მაჩვენებლით შეინიშნება უნგრეთში 24%, სლოვენიაში 1,7%, ფინეთში 1,3%.

შესაბამისად ბულგარეთში და საბერძნეთში ფასები პროდუქტზე საშუალოდ დაეცა 0, 6% დან 0,4%-მდე.

ქ. მოსკოვში 257 საზოგადოებრივი ტუალეტია, პეტერბურგში 275, ე.ი. ერთი ტუალეტი მოდის 22 000 მაცხოვრებელზე, რაშიც არ შედის ტურისტებისთვის განკუთვნილი და ყველა მათგანი იკეტება 19 საათის შემდეგ. (ძველ რომში  იყო 144 საზოგადოებრივი ტუალეტი)

ექსპლუატაციიდან გამოსული ლიფტების რაოდენობა მოსკოვში შეადგენს 35%-ს ხოლო პეტერბურგში 49%-ს.

მანქანათა ღია სადგომები, რომელიც გაცემულია იჯარით მოსკოვის მერიის მიერ, ხუთი ორზე  ანუ 10 მ2 შიშველი  ასფალტის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 4600 რუბლს.  60, 5 მ2 საცხოვრებელი ბინის, რომელშიც ჩაწერილია სამი სული, თავისი გათბობით, ცხელი და ცივი წყლით , საკანალიზაციო ქსელით, ბუნებრივი აირით, ანძით, რადიოთი, ნაგვის გატანით,  კიბისა და ეზოს ტერიტორიის დასუფთავებით-გადასახადი შეადგენს 1.800 რუბლს თვეში.

სამომხმარებლო კალათა რუსეთში შედგება 407 პროდუქციისა და მომსახურებისაგან , ინგლისში კი 650.

უძრავი ქონების სააგენტოს “აგენტი 002“-ს მონაცემებით  მოსკოვის ელიტარულ ბინებში კვადრატული მეტრის ღირებულება აღემატება  109.000 დოლარს.ლიდერობენ  ზაჩატიევსკის, კორობეინიკების, ჩისტის, ბუტიკების შესახვევები(მეტრო-სადგური „კრპოტკინსკაია“).  მეტრო-სადგურების: „პარკ კულტური“, „პოლიანკა“,“არბატსკაია“და „სმოლენსკაია“ მიდამოებში  ბინების ღირებულება შეადგენს  40 000 დან 80 000 დოლარამდე .   გასაყიდად გამოტანილი  ყველაზე ძვირადღირებული ბინის ფასი აღემატება 22  მილიონ  დოლარს.   ყველაზე ძვირადღირებული ბინებია სამხრეთ-დასავლეთ  ოლქში  8, 19 მილიონი დოლარი და დასავლეთის ოლქში -7 ,42 მილიონი დოლარი.

რუსეთში  დღეს-დღეობით ირიცხება 87 მილიარდელი, რომელთა კაპიტალის ერთობლიობა შეადგენს 471,4 მილიარდ დოლარს.

რუსეთში საშუალო პენსიის ოდენობა შეადგენს  3,300 რუბლს . მკაცრი რეჟიმის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში  ერთი პატიმრის შენახვა  შეადგენს 6800 რუბლს.

ჟურნალ“PBK”(№11, 2007 გვერდი42)  მონაცემებით  მოსკოვის ნაციონალური და ეთნიკური შემადგენლობა გამოიყურება შემდეგნაირად:

რუსები -31%,

აზერბაიჯანელები-14%

თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები-10%

უკრაინელები -8%

სომხები -5%

ტაჯიკები, უზბეკები, ყაზახები, ყირგიზები-5%

კორეელები, ჩინელები და ვიეტნამელები-5%

ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები-4%

ბელორუსები-3%

ქართველები -3%

მოლდაველები-3%

ბოშები-3%

ებრაელები-2%

სხვა ხალხები-4%

ქ. მოსკოვში ცხოვრობს 11 მილიონ ადამიანზე მეტი, მათგან რუსები, უკრაინელები, ბელორუსები ყველა ერთად აღებული 4.620.000 რუსეთის სახელმწიფოს დედაქალაქში  რუსები, უკრაინელები , ბელორუსები წარმოადგენენ ნაციონალურ უმცირესობას.

მიუსაფარ ბავშვთა პროფილაქტიკაზე გამოყოფილი იქნა 60 მილიონ რუბლზე მეტი.

მაწანწალა ცხოველების სტერილიზაციისათვის ქ. მოსკოვში საბიუჯეტო სახსრებიდან იხარჯება  87 მილიონი რუბლი.  13 000 რუბლი იხარჯება თითო ძაღლზე. 27 მილიონი რუბლით მეტი ვიდრე მიუსაფარ ბავშვებზე.

ყოველწლიურად მოსკოვში ძაღლების ნაკბენისგან ზარალდება 30 000 ადამიანი. ყაზანში ერთი კვირის განმავლობაში მაწანწალა ძაღლებმა სასიკვდილოდ  დაგლიჯეს სამი ადამიანი. სულ მოსკოვში პირველი ნოემბრიდან კიდურების მოყინვისაგან და სხეულის გადაციებისაგან დაზარალდა 467 ადამიანი, მათგან 97 გარდაიცვალა.

მოსკოვში შეჩერებულია ჩინური რესტორნების ქსელის მუშაობა , სადაც ცხვრის ხორცის ნაცვლად იყენებდნენ  მოკლული მაწანწალა ძაღლების ხორცს. ჩინელი მზარეულები ძაღლებს ხოცავდნენ პირდაპირ რესტორანში, ამუშავებდნენ და მიართმევდნენ“ თავისიანებს როგორც დელიკატესს,  ხოლო რუს კლიენტებს მიართმევდნენ როგორც ცხვრის ხორცს. წარმოება იყო უდანაკარგო : ძაღლის შინაგანი ორგანოებით ამზადებდნენ სუპებს.

2004 წლის დასაწყისისათვის რუსეთში მუდმივად მცხოვრებ ჩინელთა რაოდენობა 4 მილიონს აღემატებოდა.

რუსეთის ფედერაციაში 20 მილიონი ადამიანი არის ისლამის აღმსარებელი და ოფიციალურად თავს თვლიან მუსულმანებად. ამავე დროს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის 4,5 %, რაც შეადგენს დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს. ბოლო 15 წლის მანძილზე რუსეთში  მუსულმანთა რიცხვი გაიზარდა 40%-ით.

მოსკოვში ცხოვრობენ უფრო მეტი აზერბაიჯანელები ვიდრე ბაქოში და თათარი უფრო მეტი, ვიდრე ყაზანში.

საუკუნის შუალედისათჳის რუსეთში  მუსულმანი იქნება  ყოველი მეოთხე. მუსულმანთა ლიდერები მოუწოდებენ რუსეთის გერბიდან ამოიღონ მართლამდიდებლური სიმბოლიკა.

თუ ამ ტემპით გაგრძელდება მუსულმანთა რიცხვის ზრდა,   მაშინ შესაძლებელია  მუსულმანთა თემმა  მოითხოვს სახელმწიფოში ახალი  ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება, რომელსაც დაიკავებს აღმსარებლობით მუსულმანი ადამიანი.

შესაძლებელია სწორედ ამ  სიტუაციიდან გამომდინარე ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა ისლამური კონფერნციის მონაწილე ქვეყნებს მიიღონ ორგანიზაციის წევრად რუსეთი.

2007 წელს ისლამის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 800  მილიონი რუბლი,  რის შესახებაც აცნობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის მმართველის  მრჩეველმა ალექსეი გრიშინმა. სახელმწიფოს თანამშრომლობა მუსულმანურ ორგანიზაციებთან, რიგ საკითხებთან მიმართებაში  მიმდინარეობს კომპლექსურად.  აქედან მთავარ საკითხად გვევლინება ისლამური განათლების მხარდაჭერა, რაზედაც გასულ წელს გამოყოფილი იქნა 400 მილიონი რუბლი.

მართლმადიდებელ ეკლესიაში თვეში ერთხელ მაინც დადის  მოქალაქეთა 8 %, ხოლო წელიწადში ერთხელ მაინც 18 % ; იშვიათად დადის 15 %, ხოლო საერთოდ არ დადის 59%. აღსარებას ამბობს თვეში ორჯერ  2 %. წელიწადში რამდენჯერმე- 6%. წელიწადში ერთხელ და უფრო იშვიათად 10%, ხოლო 21%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო.

როგორც აცხადებენ რუსეთის მუსულმანური ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოველ პარასკევს პეტერბურგში სულ მცირე სამი რუსი იღებს ისლამის აღმსარებლობას. ნეობიტების უმეტესობა სტუდენტთა რიგებიდანაა.

პეტერბურგში ნოემბრის თვეში მეტრო „პიონერსკაია“ს სიახლოვეს გაიხსნება მეორე მეჩეთი. ძველი მეჩეთი მდებარეობს მეტრო „გორკავსკაია“-ზე, რომელიც გათვლილია 7000 ადამიანზე  და უკვე ვეღარ იტევს მლოცველთა რაოდენობას.

რუსეთში ოფიციალურად დარეგისტრირებულია:

— ინვალიდები_ 12 000 000

— ლოთები_ 4.580 000

— ნარკომანები_ 1.870.000

— ფსიქიურად დაავადებულები -978.000

— ტუბერკულოზით დაავადებულები – 570.000

–- ჰიპერტონიით დაავადებულები–22.400.000

— შიდსით დაავადებულები –960.000, საიდანაც 85 000 მხოლოდ სანკტპეტერბურგშია.

ყოველდღე 30 ადამიანი ავსებს პეტერბურგის შიდსით დაავადებულთა სიებს.

ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2010 წელს  რუსეთში იქნება 8 მილიონი შიდსით დაავადებული ადამიანი.

რუსეთი იკავებს მეორე ადგილს მსოფლიოში ფალსიფიცირებული წამლების  გავრცელების მხრივ.

92% მედიკამენტების, რომელთა რეალიზაცია ხდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი აფთიაქების გზით,  ფალსიფიცირებულია და არ შეესაბამება  ვარგისიანობის სტანდარტს. როგორც წესი წამლის აბებში არ არის სამკურნალოდ აქტიური ნივთიერების შემცველობა, იყიდება აბები რომელიც დამზადებულია ცარცისა და კარტოფილის ფქვილისაგან.

რუსეთში ყოველწლიურად ხდება 300. 000. 000  ევროს ღირებულების ფალსიფიცირებული მედიკამენტების რეალიზება. რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო მუშაობა „სამკურნალო საშუალებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს  წამლების კლინიკურ გამოცდას ბავშვებზე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რუსეთში არ დაიშვება წამლების კლინიკური გამოცდა არასრულწლოვნებზე.

საერთაშორისო ორგანიზაცია  Transparency Internacional -ის მონაცემებით 2007 წელს მკვეთრად დაეცა რუსეთის რეიტინგი კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით. გასულ წელს ის იკავებდა 126 ადგილს , ხოლო   მიმდინარე წელს 143 ადგილს და იყოფს პოზიციას გაბიას, ინდონეზიასა და ტოგოსთან. Doing Business  -ის რეიტინგის მიხედვით 2008 წელს რუსეთი იკავებს 106 ადგილს კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით და გაასწრო მხოლოდ ტაჯიკეთს.

ინდიკატორის მიხედვით  „ლიცენზირება ბიზნეს გარემოს განვითარების „ მიხედვით რუსეთი იკავებს 177 ადგილს 178 ადგილიდან, ჩამოიტოვა მხოლოდ ერიტრეა.

კორუფციის რეალური დონე რუსეთში აღემატება ეკონომიკის განვითარების ეფექტურობას.

უკეთესობა არ იქნება , რადგანაც 2006 წლის მანძილზე რუსეთის საკანონმდებლო ორგანოები გაიზარდა 2%-ით, სასამართლო ორგანოები –3, 8 % ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების აპარატი გაიზარდა 20, 4 %-ით.  ფედერალური ვეტერინალური  და ფიტო სანიტარული   სამსახურების კონტროლი გაიზარდა წლის მანძილზე 176-ჯერ  116 ადამიანიდან 20.469 ადამიანამდე.

რუსეთის  ფედერაციის პროკურატურის თანამშრომელთა რიცხვი გაიზარდა 2000 ადამიანით.

რუსეთის სატისტიკის სამსახური  თანამშრომელთა რიცხვი გაიზარდა 1,4%-ით წლის დასასრულისთვის იქ მუშაობდა 23 796 ადამიანი.

2008 წლის პირველი იანვრისათვის რუსეთის საგარეო ვალმა  38,7%  მიაღწია 430.9 მილიარდ დოლარს.

2008 წლის პირველი იანვრისათვის  რუსეთის ფედერაციის სტაბილიზაციის ფონდის  ერთობლივმა მოცულობამ შეადგინა 156,81 მილიარდი დოლარი.

2006 წლის დასაწყისისათვის ნორვეგიის სახელმწიფო ნავთობის ფონდი შეადგენდა 220 მილიარდ დოლარს.

1993 წლიდან  2006 წლამდე   კაპიტალის გადინებამ რუსეთიდან შეადგინა 190 მილიარდ დოლარზე მეტი.

2005 წელს ამ ციფრმა შეადგინა 14,8 მილიარდი დოლარი  2002 წლის 9,2 მილიარდ დოლართან შედარებით.

2007 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საზღვარგარეთ გავიდა დაახლოებით 16 მილიარდი დოლარი.

რუსეთის ფედერაციიდან 2008 წლის პირველ კვარტალში,სავარაუდო მონაცენებით  კაპიტალის გადინებამ  შეადგინა  22,8 მილიარდი დოლარი.

რუსეთის ფედერაციიდან  2007 წლის  ოქტომბერში  მხოლოდ ბანკებმა გაიტანეს დაახლოებით 2,6 მილიარდი დოლარი ფულადი სახით, რაც 2,1 -ით მეტია ვიდრე 2007 წლის სექტემბრის თვეში,  გადარიცხული ვალუტის მოცულობამ ოქტომბრის თვეში შეადგინა 1 მილიარდი დოლარი.

მიმდინარე წელს კაპიტალის გადინება მოსალოდნელია 38 მილიარდი დოლარის ოდენობით.

გაყიდვაში მყოფი  არყის  მოცულობა (212 მილიონი დეკალიტრი) 2006 წელს აღმოჩნდა  80%-ით მეტი ვიდრე ლეგალურად  წარმოებული  (135 მილიონი დეკალიტრი).  აქციზის მიხედვით ეთილის სპირტზე სულ გადახდილია 84, 6 %.

მოსკოვში  გაიხსნა პირველი ლოთ – ბავშვთა გამოსაფხიზლებელი, ბავშვთა და მოზარდთა სტაციონალურ- ნარკოლოგიური განყოფილება №12 ნარკოლოგიური დისპანსერის ბაზაზე.

2006 წელს სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაცია GLOBESCAN -მა  გამოკითხა 39.435 ადამიანი 33 სახელმწიფოში. ნაკლებად პოპულარული ქვეყნების სიის სათავეში მოხვდენენ ირანი, აშშ და რუსეთი.

მსოფლიოს  ქვეყნების მიხედვით რუსეთი ყველაზე ნაკლებად პოპულარულია ფინეთში (65% ნეგატიური შეფასება), საფრანგეთში(62%), პოლონეთში (56%), დიდ ბრიტანეთში (50%) და სამხრეთ კორეაში( 48%).

რუსეთის მიმართ ყველაზე კარგად განწყობილი არიან ნიგერიაში (რესპოდენტების55%).

2004 წელს ლონდონში ყოველი მე-15 გაყიდული ბინა იყიდეს რუსებმა.

Knight frank -ის 2002 წლის  გამოკითხვის შედეგად  რუსებმა ინგლისში შეიძინეს 93 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების სახლები და ბინები. 2004 წელს თანხა გაიზარდა 396 მილიონამდე. 2006 წელს მათ უკვე დახარჯეს 799 მილიონი ფუნტი სტერლინგი.თუ დავითვლით 2000 წლიდან  საერთო თანხის რაოდენობა გაუტოლდა  2,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგს. რაც დაახლოებით უდრის დასავლეთ უელსისა და მერტირ ტიდფილის საცხოვრებელი ფართის მთლიან ღირებულებას. 1 მილიონ ფუნტ სტერლინგზე ნაკლებად გაყიდული უძრავი ქონება არ ითვლება.

ხალხის პრივილეგირებული მომსახურება,  მათ შორის გამოყენებული დაახლოებით 400,000 ათასი ავტომობილი შეფასებულია 1,5 მილიარდი  ფუნტი სტერლინგით.

2006 წლის დასასრულს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (ძალოვანი სტრუქტურების გამოკლებით) დასაქმებული იყო 1,58 მილიონი ადამიანი, რაც 7,9 % მეტია 2005 წელთან შედარებით.  სანკტპეტერბურგის ჩინოვნიკების საშუალო ხელფასი 34 722 მეტია ვიდრე მოსკოვის ჩინოვნიკების 30600 რუბლი.

სავაჭრო პალატის  მონაცემებით 2003 წლის 29 დეკემბრისათვის ფედერალური ქონების რეესტრში ირიცხება საზღვარგარეთ ფედერალური საკუთრების   მხოლოდ 3%,  რომლის ღირებულება აღემატება 21 მილიონ დოლარს. ამასთანავე აღურიცხავი რჩება  უძრავი ქონება საბალანსო ღირებულებით 2,6 მილიარდი დოლარი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, აეროპორტის, სავაჭრო პალატისა და სხვა დაწესებულებების შემადგენლობაშია.

მოსკოვში ფუნქციონირებს 160 მაკონტროლებელი ორგანო, რომელთაც შეუძლიათ თქვენთან შემოწმებაზე მოსვლა. მათ ნაწილს (პროკურატურა, ფედერალური სამსახური   შინაგან საქმეთა სამინისტრო, საბაჟო)  აქვთ უფლება აღძრან და გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაული და დაკავდნენ ოპერატიული სამძებრო სამუშაოებით.

2003 წელს კვალიფიციური კოლეგიის მიერ თანამდებობიდან გადაყენებული იქნა  68 მოსამართლე, დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა 220-ს. 2005 წელს თავისუფლების აღკვეთა   ხანგრძლივი ვადით მიესაჯათ 4 ფედერალურ მოსამართლეს.

რუსეთში  ყოველწლიურად მოსამართლეთა მიერ ქრთამის აღების მოცულობამ შეადგინა 210 მილიონი დოლარი, რუსეთი 43-ე ადგილს იკავებს  სასამართლო სისტემის კორუმპირებულობით. ანალოგიური მონაცემები აქვს ვენესუელას, ჩილეს, კონგოს, მაროკოსა და სენეგალს. საშუალო მოცულობა მოსამართლეთა ქრთამის არის  9,570 რუბლი.

კორუმპირებული დარგების რეიტინგში სასამართლო იკავებს მე-5-ე ადგილს. უარესი მდგომარეობაა უმაღლეს სასწავლებლებში, უფასო სამედიცინო მომსახურებაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და საცხოვრებელი ბინების მიღებაში. რუსეთის მოქალაქეები ყოველწლიურად  სხვადასხვა ინსტაციაში აძლევენ  ქრთამს 3 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მოსკოვში აღრიცხვაზე იმყოფება 1000 მეტი კრიმინალური ავტორიტეტი, მათ შორის დაახლოებით 200 მათგანი  განეკუთვნება ეგრეთწოდებული ,,კანონიერი ქურდის“ კატეგორიას.  ყველაზე მეტი ,, კანონიერი ქურდი“  ცხოვრობს მოსკოვში და სანკტპეტერბურგში, მოსკოვის, ლენინგრადისა და ტვერის ოლქებში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში.

სანკპეტერბურგის   ქალაქის შინაგან საქმეთა სამმართველოს მონაცემებით პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული  2004 წელს გაიზარდა 9-ჯერ.  პოლიციის  თანამშრომელთა  მიერ ჩადენილი დანაშაულის 35 % მოდის ქურდობაზე.

რუსეთის ფედერაციის ჯარის ოფიცრების  80% ხელისუფლების მიმართ  კრიტიკული და არა კეთილგანწყობილია.  ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეთა 99%  უპატრონო ბავშვთა სახლებიდან არიან, რომელთაც არასდროს  ჰქონიათ საკუთარი  საცხოვრებელი სახლი. თავდაცვის სამინისტროს მიერ ბრძოლა ოფიცრების ბინებისათვის  ყველა ფრონტზე მიმდინარეობს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, სხვა ახსნა ამას არც შეიძლება ჰქონდეს.  ამითვე აიხსნება თავდაცვის სამინისტროს  1500 მეტი რუსი გენერლის მისწრაფება საკუთარი კოტეჯების აშენების მიმართ, რომელსაც მოკრძალებულად აგარაკი ქვია. რიგითი სამხედროები, რომლებიც იმ პერიოდში მსახურობენ, დაკავებული არიან მშენებლობის საქმიანობით, მაგრამ ამბობენ, რომ ისინი დაკავებული არიან   მთავარ თავდაცვით  პროცესში, რომელიც არის ჯარის მთავარი საიდუმლოება.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2000-ზე მეტი ნასამართლევი ოფიცერი. 2015 წლისათვის რუსეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა, ჯარისკაცთა და ოფიცერთა უმეტესობა იქნება მუსულმანი.  რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები აღემატება ერთად აღებული ავსტრიისა და ჩეხეთის ტერიტორიას. მათი უმეტესი ნაწილი განთავსებულია ქალაქის ტერიტორიაზე.

1994 წლიდან სამხედრო  საჰაერო  თავდაცვის ახალი  ტექნიკის შეყვანა ჯარში  შეჩერებული იყო 2007 წლამდე. ამიტომაც ქვეყნის სამხედრო საჰაერო თავდაცვას  შეეძლო მხოლოდ კონკრეტული კერის დაცვა, ახორციელებდა  ზოგიერთი მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვას.   ქვეყნის სამხედრო საჰაერო თავდაცვის ძალებში არსებობს ე.წ.  ,,დიდი ხვრელები“, რომელთაგანაც  ყველაზე დიდია ხაბაროვსკსა და ირკუტსკს  შორის არსებული ხვრელი (2200 კილომეტრი პირდაპირ, ხოლო საზღვრის კლაკნილი ხაზის გათვალისწინებით 3400 კილომეტრი. )   ყველა სარაკეტო დივიზიის ბაზებიც  კი არ არის დაცული საჰაერო სამხედრო ძალების მიერ,   ეს ეხება  მე-7;  მე- 14 -ე;  28-ე; 35-ე; 54 დივიზიებს. არ არის დაცული საჰაერო შეტევებისაგან ისეთი ცენტრები, როგორიცაა: პერმი, იჟევსკი, ვლადიმირი, ნიჟნინოვგოროდი, ომსკი, ჩელიაბინსკი, ტულა და ულიანოვსკი.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი შემცირდა 60%-ით. მათ შორის  62 წყალქვეშა ნავიდან დარჩა 12 ;  32 სადარაჯო ხომალდიდან დარჩა 5 ; 17 საბრძოლო საექსკორტო ხომალდიდან დარჩა 9. აქედან საბრძოლო მდგომარეობაში 3; 2007 წლის ნოემბრის მდგომარეობით  რუსეთის საზღვაო-სანაოსნო ფლოტი ფლობს :

1 ავიამზიდ კრეისერი;

2 მძიმე სარაკეტო კრეისერი , რომელთაგანაც ერთი სარემონტო მდგომარეობაშია;

4 სარაკეტო კრეისერი;

9 ესმინეცი, მათ შორის 4 სარემონტო მდგომარეობაშია

9 წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ხომალდი

31 ასეთივე მცირე ხომალდი;

14 მცირე სარაკეტო კატერი ;

51 ტრაილერი;

20 დიდი სადესანტო ხომალდი;

21 მცირე სადესანტო ხომალდი;

15 დიზელის წყალქვეშა ნავი;

10 ღრმა წყალქვეშა აპარატი;.

თუმცა ეს ნავთობის გზის დაცვისათვის  ბევრია.

ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა მხარი დაუჭირა პეტერბურგის ჩინოვნიკების ინიციატივას „ბალტიის ქარხნის“   გემსადგომების სამხედრო პროფილის შეცვლას საკრუიზო გებებისა და იახტების პროფილად.  იგი არის რუსეთის ჩრდილო დასავლეთის სამხედრო-საზღვაო წამყვანი წარმოება .

ქარხნის ტერიტორიას დაიკავებს  ე.წ.“საქმიანი კვარტალი“ (64 ჰა ვასილევის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიის).

რუსეთმა ვერ შეძლო ჩინეთის დაკვეთის შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 38 ერთეული  ილ-76 თვითმფრინავის დამზადებას და გასამართი თვითმფრინავის ილ78-ის დამზადებას.  დაკვეთის   შეუსრულებლობის გამო შეწყდა გარიგება. იმავე წელს, ალჟირმა რუსეთს დაუბრუნა ნაყიდი გამანადგურებელი მიგ-29 დაბალი ხარისხის გამო.

რუსეთის სამხედრო ავიატექნოლოგიის სიახლეა გამანადგურებელი  სუ-35, რომელიც  მხოლოდ ძველი მოდელის მოდიფიკაციაა  და  არის 20 წლის. მისი ფარულობა და სისწრაფე  არ შეედრება   ამერიკის ბოლო გამოშვების გამანადგურებელ F-22 raptor, ეს სულ მცირე არაკორექტულია.

2005 წელს, მარტო სამხედრო სფეროში გამოვლინდა საბიუჯეტო სახსრების არა მიზნობრივი  გამოყენება 19 მილიარდი რუბლის ოდენობით. 2006 წლის მონაცმები ყოველი შემთხვევისათვის  გასაიდუმლოებულია.

ზოგიერთი თავდაცვითი საწარმოს ხელმძღვანელი უარს ამბობს თავდაცვის შეკვეთაზე ვინაიდან ე.წ „ატკატი“არ ტოვებს ქარხანაში თვითღირებულების სახსრებსაც კი.

გასულ წელს რუსეთის არმიაში  მომხდარი დანაშაულისა და შემთხვევების შედეგად  დაიღუპა 2 464 სამხედრო მოსამსახურე, მათგან 469 დაამთავრა სიცოცხლე თვითმკვლელობით.  სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს არასაწესდებო ურთიერთობების შედეგად, რომელსაც სამხედროები არ ასაჯაროებენ.

როგორც განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გენერალ ნიკოლაი პანკოვმა თავდაცვის სამინისტრო გეგმავს უფროსი ოფიცრებისათვის საპენსიო ასაკის გაზრდას. ვიცე პოლკოვნიკები დამსახურებულ პენსიაზე გავლენ არა  45 წლის, არამედ 50 წლის ასაკში; პოლკოვნიკები კი აცვლად 50 წლისა 55 წლის ასაკში.გენერლები 60 წლის ზევით.

წვევამდელების მშობლებს სამხედრო სამსახური უჯდებათ არს თუ ისე ცოტა  ფული. სამხედრო ნაწილებში ჩამოყალიბდა ერთგვარი ტარიფი: ერთი განთავისუფლება -2000 რუბლი, ნაწილში შესვლა-50 რუბლი,   500-800 რუბლი თვეში,  რომ  არ ცემონ ე.წ.“მაყურებელმა“. ფულს იღებენ როგორც სტაჟიანი მოსამსახურეები, ასევე სერჟანტები და ოფიცრები.

შედეგად მშობლების წინაშე დგება არჩევანი ან გადაიხადონ 5000 დოლარი და გამოისყიდონ შვილი ჯარიდან, ან დახარჯონ 10 000 დოლარზე მეტი  ჯარში, თანაც შვილის ჯანმრთელობის რისკის ფასად.

1999 წლის  აგვისტოდან  2007 წლის  ივნისამდე მხოლოდ ჩეჩნეთში „ჯარისკაცთა დედების კომიტეტის“მონაცემებით დაიღუპა არანაკლებ 18750 სამხედრო მოსამსახურე. არ არის რთული გამოითვალო დაჭრილთა რიცხვი, რომლებიც დაინვალიდნენ  ჯარის სტანდარტული პროპორციიდან (ერთი ხუთთან) გამომდინარე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოპერაციის დროს განადგურებული ბოევიკები (რუსეთის მოქალაქეები არიან)     ითვლებიან ცალკე, ეს კი დამატებით 16 900 მოკლულია.

რუსეთმა ჩამოწერა ლიბიის ვალი  4,5 მილიარდი  დოლარი. უფრო ადრე ჩამოეწერა ავღანეთის ვალები  11,6 მილიარდი დოლარის ოდენობით. ასევე ერაყის 12 მილიარდი დოლარის ოდენობით. ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი  მიესალმება რუსეთის ამ გადაწყვეტილებას.

რუსეთმა გადასცა ჩინეთს  მდინარე ამურზე კუნძულების ნაწილები. სკეპტიკოსების აზრთა საწინააღმდეგოდ რუსეთი არ განიცდის ტერიტორიულ დანაკარგებს კეთილი ნების აქტის შედეგად, რომელიც განახორციელა ჩინეთის მიმართ, არამედ პირიქით,  ამას საფუძვლად უდევს პრაგმატული მოსაზრებები და მოსკოვის გრძელვადიანი ინტერესები.( ციტატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს პრეს-რელიზიდან).

ცენტრალური ბანკის მონაცემებით 2008 წლის პირველი ორი თვის მანძილზე გაცემული კრედიტების მოცულობამ შეადგინა 15 ტრილიონ 444,9 მილიარდი რუბლი. 2008 წლის იანვარ- თებერვალში მათი მოცულობა გაიზარდა 8,3 %, ასევე იზრდება დაუბრუნებელი ვალების მოცულობა. პირველი სამი თვის მანძილზე ვადაგადაცილებული დავალიანება გაიზარდა 11 მილიარდი რუბლით და მიაღწია 107,4 მილიარდ რუბლს.

კაპიტალის გადინება შესამჩნევი გახდა იანვრის თვეში, მაშინ როცა ქვეყნიდან გავიდა 9 მილიარდი დოლარი. ამას აკავშირებდნენ იმასთან რომ საზღვარგარეთელები აგდებდნენ ჩვენი ფასიანი ქაღალდების ღირებულებას,  რომელიც წინ წავიდა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. თებერვალში პროცესი გაგრძელდა და ორი თვის შედეგად  შეადგინა 20 მილიარდი დოლარი.  როგორც აღიარებს ფინანსთა სამინისტრო ეს უფრო მეტია ვიდრე 1998 წლის დეფოლტის შემდეგ , როცა ქვეყნიდან არ  გადიოდა ფული.

მიუხედავდ იმისა , რომ საბანკო შენატანებს მოაქვს წლიური  მოგება მხოლოდ 12 %  მაინც მოსახლეობის 20 % თავის დანაზოგს ინახავს ბანკში. მოქალაქეთა 16% ფულს ინახავს ლეიბში, ხოლო 60%-ზე მეტს საერთოდ არ აქვს დანაზოგი. საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე თებერველის თვეში შეადგენს 8.092 რუბლს.

დავუბრუნდეთ მოსახლეობას. რუსეთში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა. დემოგრაფიული სიტუაციის დეტალური ანალიზის ჩატარება და შობადობის დაცემის მიზეზების გარკვევა შეუძლებელია: 1997 წლიდან დღემდე არ აღდგენილა საბაზო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება. რუსეთის 79 რეგიონში დაეცა შობადობა, 60 რეგიონში გაიზარდა სიკვდილიანობა. წელიწადში კეთდება 8 მილიონი აბორტი, მათ შორის 1, 5 % გვიან პერიოდში. 90 000 ბავშვი! ფულის გამო მოკლულია ბავშვების  მთელი ქალაქი.

რუსეთის მამაკაცთა საშუალო სიცოცხლისუნარიანობა შეადგენს 59 წელს, ქალები საშუალოდ აღწევენ 72 წელს. ჯერ კიდევ 2001 წელს რუსეთი იკავებდა მე-100 ადგილს, სიცოცხლის ხანგრძლივობით  უკვე  ჩამორჩა განვითარებული ქვეყნების ათეულს: რუსი მამაკაცები იღუპებოდნენ  15-19 წლით ადრე, ხოლო  ქალები 7-12 წლით ადრე. ახლა კი დავეშვით 122“საპატიო“ადგილზე მსოფლიოში და გაუტოლდით ისეთ ქვეყნებს როგორიცაა გაიანა და ჩრდილოეთ კორეა, რაც არ არის გასაკვირი საშუალო ხელფასიდან გამომდინარე 5,522 რუბლი თვეში. ოფიციალური მინიმალური საყოფაცხოვრებო  სამომხმარებლო კალათა შეადგენს 2,493 რუბლს,  პენსიონერებისათვის 1, 747 რუბლს, ბავშვებისათვის 2,259რუბლს. ამაზე დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების რიცხვი რუსეთში შეადგენს 42 .200. 000

რუსეთის სტატისტიკის მონაცემებით სასურსათო  სამომხმარებლო კალათა შეადგენს 1.819.6 რუბლს.  სანკტპეტერბურგში –1.647.2 რუბლს. ყველაზე იაფია ცხოვრება თათრეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1.277.8 რუბლი და ჩუვაშიაში -1.295.7რუბლი, ხოლო ყველაზე ძვირია ცხოვრება ჩუკოტკაზე 4.990.1 რუბლი.

რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრი ვლადიმერ იაკოვლევი თჳლის, რომ დემოგრაფიული და მიგრაციული სიტუაცია სიმძაფრის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს.“სახელმწიფოში მალე აღარავინ იქნება ვინც იმუშავებს. რუსეთის მოქალაქეთა 60% შეადგენს მოხუცები, ბავშვები და ინვალიდები. 20 მილიონი შრომისუნარიანი მამაკაციდან 1 მილიონი იმყოფება სასჯელაღსრელების დაწესებულებაში სხვადასხვა დანაშაულის გამო .4 მილიონი მსახურობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგებო სიტუაციების სამინისტროში, უშიშროების სამინისტროში,. კიდევ 4 მილიონი ქრონიკული ლოთია, ხოლო 1 მილიონი ნარკომანია.“   – განაცხადა იაკოვლევმა. მინისტრმა დაამატა რომ მამაკაცთა სიკვდილიანობა 4 ჯერ აღემატება ქალთა სიკვდილიანობას. იაკოვლევი თვლის, რომ ჯანმრთელი მამაკაცების დაკარგვის რაოდენობა ისეთივეა, როგორც საბჭოთა კავშირში სამამულო ომის დროს.

ოფიციალური მონაცემებით ღარიბთა რიცხვი რუსეთში 2006 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით შემცირდა 27.456 მილიონი ადამიანით, ანუ 20,8%-ით. მაგრამ შენარჩუნებულია განსხვავება  მდიდართა და ღარიბთა შემოსავლებს შორის. 2005 წელს  ეს მაჩვენებელი  იყო 15, ხოლო  2006 წელს  მიაღწია 16, 9-ს.

1000  შრომისუნარიან ადამიანზე  მოდის დაახლობით 600 არაშრომისუნარიანი ადამიანი.

დაახლოებით 2 მილიონი ბავშვი  14 წლის ასაკმდე იცემებიან  მშობლების მერ, რაც ბევრისათვის მთავრდება სიკვდილით.  წლის განმავლობაში თავს იცავს ოჯახის ძალადობისაგან და სახლიდან  გარბის 50 000 ბავშვი . 7000 ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

და კიდევ: რუსეთში ოფიცილაურად დარეგისტრირებულია 2 მილიონზე მეთი უპატრონო-მიუსაფარი ბავშვი. მხლოდ პეტერტბურგში ყოველწლიურად ჩნდება დაახლებით 3000 ახალი უპატრონო ბავშვი.

სექსუალური ხასიათის დანაშაული  არსარულწლოვანთა მიმართებაში გაიზარდა 25, 6 ჯერ . 2003 წელს დარწეგისტრირებული იყო ამ ხასიათის 129 დანაშაულის ფაქტი. 2007 წელის კი 3000-ზე მეტი. 2007 წელს სახლემწიფოში დაიღუპა 2500 არასრულწოვანი. 70500 ბავშვის მიმართ განხორცილდა ძალადობრივი  ხასიათის დანაშაული,. რუსეთის ფედერაციის პროკურატურაში განაცხადეს რომ  2005 წელს ბავშვებთან მიმართებაში იყო ჩადენილი 161 000 დანაშაული. 2500  ბავშვი დაიღუპა დანაშაულებრივი ხელყოფის შედეგად.

რუსეთის სტატისტიკის მონაცემებით რუსეთში წლიური 1. 000 .000 დოლარიანი შემოსავალი აქვს 160 000 ადამინს, ხოლო  450.000 ოჯახის წლიური შემოსავალი შეადგენს 100.000 დოლარს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით  180.000 ადამიანი იღუპება  ყოველ წელს საწარმოო ტრამვით. 200.000 ღებულობს საწარმოო ტრამვას.  რეგისტრირდება 10.000 პროფესიული დაავდებით, 14.000 მეტი ადამინი ხდება ინვალიდი. რუსეთში  ეკონომიკური დანაკარგი  არასასურველი სამუშაო პირობებიდან გამომდინრე, ყოველწლიურად შეადგენს  4%-ს.

რუსეთში ყოველწუთს იღუპება 5 ადამიანი ხოლო იბადებ 3. სიკვდილიანობა საშუალოდ 1,8 ჯერ აჭარბებს შობადობას და ზოგიერთ რეგიონებში 2ჯერ-3ჯერ.

ყოველწლიურად რუსეთი კარგავს მთელ ოლქს მოსახლეობის  რაოდენობისა რაც დაახლოებით  პსკოვის, კარელიის ტიპის რესპუბლიკისა ან ქალაქ კრასნოდარის მოცულობის ტოლია.

ბოლო 10 წლის მანძილზე 40% -ით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა შორეულ აღმოსავლეთში და 60%-ით უკიდურეს ჩრდილოეთით.ციმბირში ბოლო წლებში გაქრა 11 ათასი სოფელი და 290 ქალაქი.

გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა და სისხლის მომოქცევით სისტემის მოშლით დაავადებული ადამინების რიცხვი აღემატება 1.400.000

რუსეთში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით  იღუპება 270.000 ადამიანი.თამბაქოს მომხმარებელია  დაახლოებით მამაკაცების 70% და 30%-ზე მეტი ქალი.

რუსეთში 26.000 ბავშვი ვერ აღწევს 10 წლის ასაკს. ყოველდღიურად იღუპება 50 ჩვილი, აქედან 70% სამშობიარო სახლში.

სასწრაფო დახმარების სადგური ულიანოვსკში იმყოფება კატასტროფის ზღვარზე. სასწრაფო დახმარების მანქანების საწვავის ავზის შევსება ხდება კრედიტით. ავტომანქანების 70% ექსპლუატაციიდან გამოსულია. ომსკში სასწრაფო დახმარების არადროული მისვლის გამო ყოველთვიურად იღუპება 50-60 ავადმყოფი. ხოლო ვლადიმირის ოლქში  დარეკვისას სასწრაფო დახმარებში ღიად აცხადებენ, რომ ისინი არ ემსახურებიან ავადმყოფებს 70 წლის ზემოთ.

რუსეთის ჯანდაცვა გეგმავს ბინაზე ამბულატორიულ მკურნალობაზე გაუშვას 750.00 ნაკლებად საშიში ფსიქიური დაავადების მქონე პაციენტი.მილიცია ელოდება საქმის მომატებას.

დუმა სთავაზობს გადახედონ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომელიც ითვალისწინებს ექიმთა გულგრილობას. აქედან გამომდინარე ექიმთა დაუდევრობის გამო  რუსეთში ყოველწლიურად  იღუპება 50.000 პაციენტი.

რუსეთი   ბერდება. ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი -37,7 წელია. მკვეთრად შემცირდა ბავშვების რაოდენობა 16 წლამდე. საშუალოდ  რუსი ოჯახი შედგება  3-4 წევრისაგან.

დაყრდნობა მოსახლეობის სწრაფ ზრდაზე ვერ ხდება, მიუხედავად ყოველწლიური 8.000.000 აბორტისა, შობადობა რუსეთში მაინც არის და შეადგენს 0,3 % (402.000)ს . თუმცა  რუსეთის ყველა რეგიონში ინგუშეთისა და დაღესტანის გამოკლებით , შობადობა  ბუნებრივი განვითარების საზღვრის ქვემოთაა.

ყოველ 5 წელში ქვეყანა კარგავს 1 მილიონ დედას. რუსეთში შობადობას აბორტი 2ჯერ აღემატება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით რუსეთი უსწრებს აშშ-ს 8-ჯერ, ინგლისსა და საფრანგეთს 10-ჯერ, ხოლო ნიდერლანდებს 20-ჯერ.  არასწორად ჩატარებული აბორტების გამო,  მშობლად გახდომის შესაძლებლობა ერთმევა ოჯახების  20%-ს.საშუალო სატატისტიკური მონაცემებით რუსი ქალი ცხოვრების მანძილზე იკეთებს 2,1 აბორტს. ყოველწლიურად  პირველი ნაყოფი წყდება 170.000 ქალს , სულ აბორტებით მთავრდება 64,2% ფეხმძიმობისა, მაშინ როცა ევროპაში 100 მშობიარედან 25-ზე მეტი აბორტი ითვლება კატასტროფად. რუსეთში ყოველი მეხუთე აბორტი კეთდება არასრულწლოვანის მიერ.რუსი ქალების რაოდენობა, რომელსაც არ შეუძლიათ დედობა, ყოველწლიურად იზრდება 200-250 ათასით.

რუსეთში ქორწინების გარეშე იბადება ბავშვების 30 %. 10 წლის წინ ქორწინების გარეშე დაიბადა ბავშვების  14,6% ხოლო 2003 წლისათვის ეს მაჩვენებელი 2ჯერ  გაიზარდა.

მნიშვნელოვანი დეტალი : რუსეთში ქორწინებაში იმყოფება  65.000 -ით  მეტი ქალი, ვიდრე მამაკაცი.  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის -is მონაცემებით    21-ე საუკუნის შუალედში იემენის მოსახლეობის რაოდენობა გადაწონის  რუსეთის მოსახლეობის რაოდენობას.

თუმცა ამ მდგომარეობის შენარჩუნებისათვის, ნედლეულის წარმოების განვითარების გზაზე  რუსეთს უბრალოდ არ ჭირდება 50-60 მილიონ ადამიანზე მეტი.

თუმცა რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად მცირდება არ  მხოლოდ „ბუნებრივი კლებით“  რაც გამოიხატება  ოფიციალური სახით შემდეგ მასალებში  PSYLIVE.ru   blogs.mail.ru P

აქ  უახლესი მონაცემებია.: http/www.rf.agensy.ru/acn/stat.ru     რუსებია შორდებიან უფრო ხშირად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაცხოვრებლები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის   მონაცემებით  2011 წელს    რუსეთის 1000 მოქალაქეზე  მოდის  განქორწინების 4, 7 %, ხოლო 2011 წელს  მთლიანობაში მოხდა 670.000 განქორწინება. მას მოყვება ბელორუსი 38 584 ათასი განქორწინებით, სადაც განქორწინების კოეფიციენტი 4,1 რაც შეადგენს  1000 მოსახლეზე ერთ განქორწინებას.

შემდეგ განლაგდნენ ლატვია 4, ლიტვა 3,2, მოლდავეთი 3,1. უკრაინაში 2010 წლის მონაცემებით  მოხდა 126.000 განქორწინება, ოფიციალური სასამართლო განქორწინების გარეშე. ამ მხრივ განქორწინების კოეფიციენტმა ამ ქვეყანაში შეადგინა 2, 8. შედარებისათვის: გერმანიაში 2000 წლის მონაცემებით ის  ოდნავ დაბალია 2,3. ყველაზე მჭიდრო ოჯახები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით არის სომხეთი, სადაც განქორწინების კოეფიციენტი 1-ის ტოლია, მაკედონია და ჩერნოგორია 0,8 ასევე იამაიკა 0,7. ყველაზე იშვიათდ მსოფლიოში განქორწინდებიან მალტაში 0,1.

რუსეთში უკანასკნელი 20 წლის მანძილზე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 830.000 ადამიანმა. ამ დროისათვის თვითმკვლელობის ზღვარმა პრაქტიკულად დაიკლო 2-ჯერ. ( 1990 წელს  39,2 დან 2011 წელს 21.4) მოსკოვში სუიციდის მაჩვენებელი შეადგენს 11, პეტერბურგში 18. რუსეთის ზოგიერთ რაიონში  ( ვოლგოვიატსკის, დასავლეთ ციმბირის, აღმოსავლეთ ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, ურალსკის)ეს მონაცემი აღწევს 65-80, კორიაკიასი-133, კომში- 110, ალტაიში-102, უდმურტიაში 101  100.000 მოსახლეზე.


Share.

Comments are closed.