სამუშაოს მაძიებელთა პორტალი ამოქმედდა

0

სახელმწიფოს ინიციატივით ამუშავდა პორტალი http://worknet.gov.ge/ სადაც ხდება სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია. მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურებს ეძებენ, შეუძლიათ პორტალზე შესვლა და რეგისტრაციის გავლა. იქვე უთითებენ ინფორმაციას შესაძლებლობებისა და გამოცდილების შესახებ. პორტალზე დარეგისტრირება ყველა იმ პირს შეუძლია, რომლის პირადი ნომერიც თერთმეტნიშნაა. დასაქმების მსურველთა რაოდენობის მიხედვით მთავრობა ამ ეტაპისთვის შეისწავლის შრომის ბაზარს სახელმწიფოში, აპრილის თვიდან კი პორტალზე ჩაერთვება დამსაქმებლის რგოლი და კონკრეტული ვაკანსიების ატვირთვაც დაიწყება. ბოლნისის სოციალურ სააგენტოს დასაქმების სურვილით ბევრი აკითხავს, თანამშრომლების აღნიშვნით მოქალაქეებს შეუძლიათ ონლაინ დარეგისტრირდნენ. ვისაც ხელი არ მიუწვდება პორტალზე, სოციალურ სააგენტოში ეხმარებიან დარეგისტრირებაში, აწვდიან სწორ ინფორმაციას დასაქმებაზე, თუ რისი იმედი უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირდებიან.


Share.

Leave A Reply