სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა ნუგზარ ფსუტურის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპოზიტორისა და მომღერლის ნუგზარ ფსუტურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის“ მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. კომპოზიტორი, მომღერალი, ლოტბარი, ანსამბლ „ლომისის“ ხელმძღვანელი ქსნის ხეობაში  ქართული კულტურის აქტიური ქომაგი იყო და ახალგორის კულტურის სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.               (ვიდეო)

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ მარიამ ფოჩხიძესთან ერთად შეასრულეს ნუგზარ ფსუტურის ცნობილი  სიმღერა „ვაჟკაცის დატირება“. მადლობა უფალს და მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს გიორგი ფარეშიშვილს, რომელმაც ჩაგვთვალა ღირსად დიდებული ადამიანების გვერდით დგომისა“. – აღნიშნა სასულიერო სკოლის სასწავლო ნაწილმა ნინო დევნოზაშვილმა.

ხსოვნის საღამოზე მონაწილეობდნენ: ანსამბლი “ლომისი”, კვარტეტი “კესანე”, ანსამბლი “ალილო”, კვინტეტი “ურმული”, თსუ “გორდელა”, “ქალგულო”, “ჩვენებურები”, ლელა თათარაიძე, რამინ მიქაბერიძე, ციური მჭედლიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ ჩალაბაშვილი, ერეკლე საღლიანი, გელა დაიაური და ნოდარ ოდიშელიძე.

 

 


Share.

Comments are closed.