სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ-ლიტერატურული ღონისძიება მოაწყვეს

0

surat11 თებერვალს, მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში, წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ისტორიულ-ლიტერატურული ღონისძიება „ძლევაი საკვირველი“ წარმოუდგინეს. ბავშვებმა მერამდენედ გაიხსენეს უძლიერესი მეფის ცხოვრება, მოყვნენ  მის მიღწევებზე და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ყოველთვის სჭირდება ჩვენს ქვეყანას ასეთი მფარველი.

„23 წელია რაც პედაგოგად ვმუშაობ, სასულიერო სკოლაში კი სულ რამდენიმე თვეა რაც ვასწავლი, მეცხრე კლასი  გადის საქართველოს ისტორიას და გაჩნდა იდეა, რომ ჩაგვეტარებინა ისტორიულ-ლიტერატურული საღამო „ძლევაი საკვირველი“, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა უძლიერესი ქართველი მეფის ცხოვრება და ღვაწლი.  დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ გავაკეთოთ ასეთი საღამოები, რადგან ისეთ ბავშვებთან მიწევს მუშაობა, რომლებიც არ მაძლევენ საკუთარ პრობლემებზე ფიქრის საშუალებას, ამიტომ მინდა თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა“.-აღნიშნა სასულიერო სკოლის ისტორიის პედაგოგმა,  ღონისძიების  ორგანიზატორმა   შორენა მეფარიშვილმა.


Share.

Comments are closed.