საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

0

“ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების გამო. კატეგორიულად ვგმობ ძალადობას, რომელიც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. უკრაინაში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ჩვენი ტრაგედიაცაა, მით უფრო, რომ დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს და მათ ახლობლებს.
კრიზისის ძალადობრივი გზით გადაწყვეტა დაუშვებელია. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ასეთ დროს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას, რადგან იგი ვალდებულია არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია, არ მიიყვანოს საქმე სისხლისღვრამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე.
ვუერთდები დემოკრატიული სამყაროს მოწოდებას, რომ შეჩერდეს ძალადობა და მხარეებმა დიალოგის მეშვეობით გამონახონ არსებული მწვავე კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების გზები.
იმედს არ ვკარგავ, რომ ამ უმძიმეს წუთებში უკრაინაში ხელისუფლებაც და ხალხიც გამოიჩენს სიბრძნეს და არ დაუშვებს მოვლენების კიდევ უფრო ტრაგიკულ განვითარებას”- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.


Share.

Comments are closed.