„სიონი” – „მტკ” შეხვედრა 0:2 დასრულდა

0

„სიონ-“მა მესამე საკონტროლო მატჩი უნგრეთის „მტკ”-სთან 0:2  დაასრულა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თუმცა „სიონი”-ს ფეხბურთელებმა ორი შეცდომა დაუშვეს. რასაც  ორი უპასუხო გოლი მოჰყვა ჩვენს კარში. მეორე ტაიმში თამაშის სცენარი შეიცვალა, უპირატესობას ბოლნისის ”სიონის” ფეხბურთელები დაეუფლნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.
ერთ-ერთ ეპიზოდში აფციაურის დარტყმული ბურთი ხელით მოიგერიეს მეტოქის გუნდის ფეხბურთელებმა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა არ დანიშნა.
ბოლნისის „სიონმა”  „მტკ”-სთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
მერლანი , ქემოკლიძე, კანდელაკი (იმედაშვილი-46წთ.) აბრამიძე,ფოფხაძე (თოთაძე35წთ.) კახელიშვილი, გოგობერიშვილი (სამხარაძე65წთ.) ცხადაია (განუგრავა46წთ.) ლობჟანიძე (ახალაია58წთ.)
უგულავა (მიკუჩაძე46წთ.) ადამია (აფციაური46წთ.)

ბოლნისის „სიონი” ბელეკში 11 თებერვალს უნგრულ „დიორი ეტო”-ს დაუპირისპირდება. ასევე, ცნობილია ბოლნისელთა მეხუთე მეტოქის ვინაობა. 12 თებერვალს ლადო ბურდულის ფეხბურთელები უკრაინულ „ვორსკლას”-თან გამართავენ ტესტ-მატჩს.

ბოლნისის „სიონი” თურქეთში შეკრებას პირველი თებერვლიდან გადის. ფეხბურთელები სამშობლოს 13 თებერვალს დაუბრუნდებიან.


Share.

Comments are closed.