სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობა RMG გოლდის წინააღმდეგ აქციებს მართავს

0

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის ორასამდე ადგილობრივი მაცხოვრებელი  ორი დღეა საპროტესტო აქციას მართავს RMG გოლდის წინააღმდეგ.   მოსახლეობა მძიმე ეკოლოგიურ პირობებზე საუბრობს. მათი აღნიშვნით „აბულბუქზე“ მადნის მოსაპოვებლად განხორციელებულმა სამუშაოებმა მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა.

„ხუთი წელია ნაკვეთებს აღარ ვამუშავებთ, რადგან აბულბუქის გორის გადახსნის დროს დაზიანდა სარწყავი არხი, მოსავალს ვერ ვიღებთ, გადამხმარია ხეხილი და ვენახები. კომპანიისგან ვითხოვთ ან შეისყიდოს ჩვენი მიწები და გადაგვიხადოს თანხა, ან შეწყვიტოს აბულბუქზე მიმდინარე სამუშაოები, რადგან  ზარალის მეტს ვერაფერს  ვნახულობთ.“ – აღნიშნავს დიდი დმანისის მოსახლეობა.

Bolnisi.ge დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენლობას, კომენტარს უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ


Share.

Comments are closed.