სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება

0

26 თებერვლიდან 10 მარტამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში  სოფლის კრებები ჩატარდება.

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბოლნისის ტერიტორიულ რწმუნებულებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზნებზე და ამა თუ იმ სოფელში არსებულ პრობლემებზე.

პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ორმოცდაათი მილიონი ლარი.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, პროგრამით განსაზღვრული თანხა უნდა მოხმარდეს სოფელში ინფრასტრუქტურის განვითარებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას.

განსახორციელებელი პროგრამით დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი უნდა აისახებოდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე.

„უკვე იწყება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და სწორედ ამასთან დაკავშირებით დღეს მოხდა შეხვედრა ბოლნისის ტერიტორიულ რწმუნებულებთან. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ სოფლის პროგრამის მიზნებზე, პრიორიტეტებზე და გამოყოფილი თანხების მიზნობრივად გადანაწილებაზე. 26 თებერვლიდან 10 მარტამდე ჩატარდება სოფლის კრებები, სადაც მოსახლეობის მხრიდან დასახელდება  სოფელში არსებული პრობლემატური საკითხები და  მათი სურვილიდან გამომდინარე მოხდება სამუშაოების დაგეგმვა.  ვეცდები კრებებს სისტემატურად დავესწრო და პირადად მოვისმინო მოსახლეობის პრობლემები. აღსანიშნავია რომ წლევანდელი პროგრამით აღარ მოხდება გარდამავალი სამუშაოების განხორციელება ანუ 2014 წლის სოფლის პროგრამის ფარგლებში დაწყებული სამუშაოები წელსვე დასრულდება. წინა წლებში დაწყებული და დაუსრულებელი სამუშაოებიც სრულყოფილ სახეს მიიღებს. გარდა ამისა სამუშაოებზე აუცილებლად დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი“, – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.


Share.

Comments are closed.