ფერმერებისთვის თეორიული ტრენინგი და პრაქტიკული სემინარი გაიმართა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ფერმერებსა და პროექტის წარმომადგენლებს შორის. რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის დაძლევას სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. მიზნის მისაღწევად პროგრამა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მეკარტოფილეებსა და მესაქონლეებს, საწარმოო ჯაჭვში ჩართულ ფერმერებსა და საწარმოებს. ადგილობრივმა და მოწვეულმა უცხოელმა სპეციალისტებმა ფერმერებს გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები, მოსაზრებები ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით.

„ეს შეხვედრა მიზნად ისახავს მეკარტოფილეებისთვის იმ ტექნიკური საკითხების გაცნობას, რაც დანერგილია სხვადასხვა ქვეყნებში. დღეს თეორიულ  ტრენინგთან ერთად გვექნება პრაქტიკული სემინარიც. დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ დაესწრონ სამოდელო ნაკვეთში განხორციელებულ ღონისძიებებს.“ – აღნიშნა რეგიონალური ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა მამუკა გაჩეჩილაძემ.

მსგავსი სემინარები  ფერმერებს კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებს გააცნობს. პროექტის წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ მეკარტოფილეობის სრული საწარმო ჯაჭვის განვითარებას, რაც მოიცავს ისეთ მიმართლებებს, როგორიცაა ხარისხიანი სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა, გაუმჯობესებული სასურსათო კარტოფილის წარმოება, მოსავლის აღების შემდგომი მენეჯმენტი და შესაბამისი სასაწყობე მეურნეობის მოწყობა, რაც გააუმჯობესებს ბაზარზე პროდუქციის გასაღება-გაყიდვის ტენდენციას. პროგრამა ასევე ითანამშრომლებს სერვის პროვაიდერებთან, რომელსაც აღნიშნულ დარგში ოპერირებენ და ხელს შეუწყობს მათი მომსახურების ხარისხის ზრდას. აღნიშნული დახმარების შედეგად სათესლე და სასურსათო კარტოფილის მწარმოებლების მომგებიანობა და პროდუქტიულობა გაიზრდება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. იუსაიდის დაფინანსებულ პროექტში სამოდელო ნაკვეთის აღებასთან დაკავშირებით, სადაც დაინერგება ახალი ტექნოლოგიებით ახალი სათესლე კარტოფილის თესლის გამოყვანა, ტენდერში მექანიზაციის ცენტრმა შპს „დევე+“ გაიმარჯვა. ისინი თანადაფინანსებით ოთხ ჰექტარ მიწაზე ახალი ჯიშის კარტოფილს დათესავენ, რომელიც შემდგომ გავრცელდება ფერმერებში.

დავით ხმელიძე, შპს „დევე+“ დირექტორი:

_ აღნიშნულ ტენდერში გავიმარჯვეთ დაფინანსება ხდება გრანტის სახით, იუსაიდი აფინანსებს კარტოფილის თესლსა და სარწყავ სისტემას, დანარჩენ სამუშაოებს დახვნიდან დაწყებული მოსავლის აღებამდე, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ, დავასაქმებთ როგორც მექანიზატორებს, ისე ერთჯერად მუშებს. მორწყვა მოხდება ახალი ტექნოლოგიით, რომელიც სამოდელო ნაკვეთში დამონტაჟდება.


Share.

Comments are closed.