ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,სიონმა“ პირველი ადგილი მოიპოვა

0

getImageფესტივალი სახელწოდებით ,,ზამთრის ფანტაზია“ დაბა ბაკურიანში გაიმართა, მასში ბოლნისელებთან ერთად როგორც ადგილობრივი ასევე თბილისის, რუსთავის, ბორჯომისა და სხვადასხვა რაიონის ანსამბლები მონაწილეობდნენ. ფესტივალში ასევე მონაწილეობას იღებდა ორი ანსამბლი ქალაქ ერევნიდან. კინტაური, ოსური და ქალ-ვაჟთა მთიულური – ამ სამი ნომრით წარსდგა ბოლნისის ანსამბლი მაყურებლის წინაშე და პირველი ადგილი  მოიპოვა.
,,ძალიან კარგი ფესტივალი იყო. უამრავი ანსამბლი მონაწილეობდა, ყველა კარგად გამოვიდა კონცერტზე, თუმცა ჩემმა ბავშვებმა ყველას აჯობეს, კიდევ ერთხელ ასახელეს ბოლნისი და პირველი ადგილიც აიღეს. გადმოგვცეს დიპლომები და მადლობის წერილი გამოგვატანეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობასთან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბაკურიანში ჩვენი ტრანსპორტირება უზრუნველყო ბოლნისის კულტურის სამსახურმა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ“,  – განაცხადა ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,სიონის“ ხელმძღვანელმა ბესო ტოგონიძემ.


Share.

Comments are closed.